09:06 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-05 18:09:52, 395 ნახვა

სამართალი
ვახტანგ გომელაური: "დაჩმორებული" პოლიციელი არ გამოეკიდებოდა არც მკვლელს, არც რეციდივისტს და არც კრიმინალს

"სამწუხაროა, როდესაც გამოდიან და იძახიან, რომ პოლიცია დემორალიზებულია, „დაჩმორებულია“.  „დაჩმორებული“ პოლიცია  არ გამოეკიდებოდა არც მკვლელს, არც რეციდივისტს და არც კრიმინალს",-ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

გომელაურის თქმით, პოლიციელები ქვეყნის უსაფრთხოების დამცველები არიან და მათ გვერდში დგომა, გამხნევება სჭირდებათ და არა იმის ძახილი, რომ დემორალიზებული და დაჩმორებულები არიან.

„მე მინდა განცხადება გავაკეთო ძალიან ვწუხვარ ხოლმე, მინდა ყველას მოვუწოდო, მნიშვნელობა არ აქვს, რომელიმე პარტიის წარმომადგენელი იქნება, რომელიმე ინსტიტუტების თუ ორგანიზაციების. ძალიან სამწუხაროა, როდესაც გამოდიან და იძახიან, რომ პოლიცია დემორალიზებულია, პოლიცია, ბრჭყალებში ვიტყოდი, ბოდიშს მოვუხდი ჩემს კოლეგებს, „დაჩმორებულია“. პოლიცია „დაჩმორებული“ ამას ვერ გააკეთებდა, არ გამოეკიდებოდა არც მკვლელს, არც რეციდივისტს და არც კრიმინალს. პოლიცია არის ძალიან მოწოდების სიმაღლეზე და არ შეიძლება ამ ადამიანებს სული ჩაუკლა, რომლებიც მართლაც დღე და ღამე იცავენ როგორც ჩემს შვილებს, ასევე თქვენს შვილებს, ყველა თქვენთაგანის შვილებს. ამ პოლიციელებს გვერდზე დგომა უნდა და არა, ყოველი ეთერიდან იქნება თუ პრესიდან - მედიიდან მათ ძახილი, რომ დემორალიზირებულია, "დაჩმორებულია". ბოდიშს ვუხდი ამ პოლიციელებს ყველას. ესენი არიან ჩემი კოლეგები და არ შეიძლება მარტო ვიდგეთ შინაგან საქმეთა მინისტრი და პრემიერი და მარტო ამას ვიძახდეთ ჩვენ, რომ არ არის ესე. მართლა არ შეიძლება, ძალიან ვწუხვარ. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, ეს იქნება რომელიმე პარტიის წევრი, რომელიმე ორგანიზაცია იქნება თუ არასამთავრობო იქნება. პირიქით უნდა გავამხნევოთ და გვერდით უნდა დავუდგეთ. ესენი არიან ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და ჩვენი ოჯახების.“- განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილთან ერთად 4 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ფიზიკურმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა.  ბექა მარგიშვილი მიყენებული ჭრილობების შედეგად, კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics