|
2017-03-25 14:35:48, 2474 ნახვა
მსოფლიო სხვადასხვა
რომში ევროკავშირის დაარსების 60-წლისთავს აღნიშნავენ
რომში ევროკავშირის დაარსების 60-წლისთავი აღინიშნება. ზუსტად 60 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპის 6 ქვეყანამ შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომელიც ადამიანების, საქონლის, მომსახურების და კაპიტალის თავისუფალ მიმოსვლას ეხებოდა. კერძოდ, დოკუმენტი, რომელსაც 1957 წელს ხელი გერმანიამ, საფრანგეთმა, იტალიამ, ბელგიამ, ნიდერლანდებმა და ლუქსემბურგმა მოაწერეს, ევროპული ეკონომიკური კავშირის შექმნის საფუძველი გახდა. ცნობისთვის, ევროპის სახელმწიფოთა ეკონომიკურ-პოლიტიკური გაერთიანება, 1993 წლამდე ევროპული თანამეგობრობა ერქვა. ორგანიზაციის წევრია ევროპის 27 სახელმწიფოა. ევროკავშირში მოქმედებს ერთიანი შიდა ბაზარი, რომელსაც წევრი სახელმწიფოების კანონთა სისტემა არეგულირებს. ევროკავშირის ძირითადი პოლიტიკის მიზანია ადამიანების, საქონლის, სერვისებისა და კაპიტალის თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა ერთიან, შიდა ბაზარზე; იურისპუდენციული კანონმდებლობისა და საშინაო საქმეების გამოცემა; საერთო პოლიტიკის შენარჩუნება ვაჭრობაში, სოფლის მეურნეობაში, თევზის რეწვასა და რეგიონულ განვითარებაში. შენგენის ზონაში გაუქმებულია საპასპორტო კონტროლი. 1999 წელს გადაწყდა ერთიანი ვალუტის (ევროზონა) შემოღება, რაც ძალაში 2002 წელს შევიდა; ამჟამად ევროზონა 19 სახელმწიფოს აერთიანებს, რომლებშიც ევრო მოქმედებს. ამასთან, ევროკავშირი გადაწყვეტილების მიღების სუპერეროვნული და მთავრობათშორისი სისტემების ჰიბრიდის პრინციპით მოქმედებს. შექმნილია გადაწყვეტილების მიმღები 7 ძირითადი ორგანო, რომელთაც ევროკავშირის ინსტიტუტებს უწოდებენ: ევროპული საბჭო, ევროპის კავშირის საბჭო, ევროპარლამენტი, ევროკომისია, ევროპულ თანამეგობრობათა სასამართლო, ევროპის ცენტრალური ბანკი და ევროპის აუდიტორთა სასამართლო. 1993 წელს, მაასტრიხტის ხელშეკრულების შედეგად, შეიქმნა ევროპის კავშირი, რომელმაც ასევე შემოიღო ევროპის მოქალაქეობის ინსტიტუტი. 2009 წელს ძალაში შევიდა ევროკავშირის კონსტიტუციური საფუძვლის ბოლო, ძირითადი შესწორება — ლისაბონის ხელშეკრულება. 2012 წელს, ევროკავშირს გადაეცა ნობელის პრემია მშვიდობის დარგში. საერთი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის შედეგად, ევროკავშირს განვითარებული აქვს საგარეო ურთიერთობები და თავდაცვა. ევროკავშირს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჰყავს მუდმივი დიპლომატიური მისიები და წარმოდგენილია გაეროში, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, დიდ რვიანსა და დიდ ოცეულში. დიდი გლობალური გავლენის გამო, ევროკავშირს ხშირად უწოდებენ ზესახელმწიფოს ან პოტენციურ ზესახელმწიფოს. ევროკავშირის ლიდერები იტალიის დედაქალაქში უკვე შეიკრიბნენ, სადაც საიუბილეო სამიტს ესწრებიან. საიუბილეო სამიტი რომის კაპიტოლიუმში გაიმართება. 27 წევრი ქვეყნის ლიდერი პოლიტიკურ დეკლარაციას მოაწერს ხელს, რომელშიც საუბარი იქნება ევროკავშირის მიღწევებზე და თავისუფალი და უსაფრთხო ევროპის განვითარებისთვის მზადყოფნას კიდევ ერთხელ დაადასტურებენ. ცნობისთვის, საიუბილეო სამიტს წელს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი პირველად არ დაესწრება. შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმი 2016 წლის 23 ივნისს ჩატარდა. ამ გადაწყვეტილებას მხარი პლებისციტში მონაწილე მოქალაქეების ნახევარზე მეტმა დაუჭირა, რის შემდეგაც მაშინდელი პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი გადადგა - ის ევროკავშირიდნ გასვლას ეწინააღმდეგებოდა. მისი ადგილი ტერეზა მეიმ დაიკავა. ცნობისთვის, 29 მარტს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი "ბრექსითის" დაწყებას გამოაცხადებს.
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)