|
2017-03-25 13:16:50, 1345 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტის შენობასთან აქცია „შევაჩეროთ სიკვდილი საქართველოს გზებზე!“ მიმდინარეობს
საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამოქალაქო სექტორი ავტოკატასტროფების წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს. აქციის მონაწილეები აღმაშენებლის ხეივანში, საგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი 11 წლის გოგონას ოჯახს სოლიდარობას უცხადებენ და მთავრობას გზებზე უსაფრთხოების დასაცავად რადიკალური ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ. როგორც ისინი აცხადებენ, თბილისის გზებზე სიკვდილიანობა 44%-ით არის გაზრდილი. „დღეს მოვედით აქ, რომ გამოვუცხადოთ სოლიდარობა 11 წლის გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს. ყოველდღიურად გზებზე ორი ადამიანი იღუპება 20 ზე მეტი კი, სხვადასხვა ტიპის დაზიანებას იღებს. ხელისუფლება ვერ იღებს მკაცრ გადაწყვეტილებას და უფრთხის რადიკალური ზომების მიღებას მთვრალი მძღოლების მიმართ. ვთვლით, რომ ქვეითმა უსაფრთხოდ უნდა იგრძნოს თავი გზებზე, მაგრამ ვერ ვხედავთ რა კეთდება საამისოდ. დღეს აქ მოვიყვანეთ ჩვენი შვილები, რათა ყველას ვანახოთ, რომ მათი სიცოცხლე დასაცავია. თუ ხელისუფლებას აქვს პრეტენზია იმაზე, რომ არის ძლიერი, მათ ქმედითუნარიანობა უნდა გამოავლინონ. უკვე წელიწადნახევარია, კანონი პარლამენტში შეჩერებულია პირველი და მეორე მოსმენის შემდეგ. მოვუწოდებთ პარლამენტარებს და პრემიერს, გადადგან ქმედითი ნაბიჯები და კანონი მიიღონ იმისთვის, რომ ყველა მოქალაქემ, თავი უსაფრთხოდ იგრძნობს. ხელისუფლებას ჰგონია, რომ მოსახლეობა ამ კანონის წინააღმდეგი იქნება, მაგრამ ეს ასე არ არის. ყველაფერი უნდა გაკეთდეს ჩვენი გულისთვის, ჩვენი უსაფრთხოებისთვის“, - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები. აქციაზე ათობით ადამიანია შეკრებილი. ასევე გამოფენილია საგზაო უსაფრთხოების თემატიკაზე შექმნილი პოსტერები და ბანერები წარწერით: „არა ავტოკატასტროფას“, „დავიცვათ სიცოცხლე გზებზე“, „გადავარჩინოთ სიცოცხლე“, „შეანელე“ და სხვა. ამასთან, სამოქალაქო სექტორმა ადგილზე ორი ჩასასვენებელი მიიტანა იმის სადემონსტრაციოდ, რომ საქართველოს გზებზე ყოველწლიურად 600 ადამიანი იღუპება, 9 ათასზე მეტი კი, სხვადასხვა სიმძიმის ტრავმას იღებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკით, მძღოლების დაახლოებით 25% (250 ათასი პირი) საგზაო მოძრაობის წესებს უხეშად არღვევს, განმეორებით იხდიან ჯარიმებს მაგრამ კვლავ რჩებიან უფლებამოსილ და საზოგადოებისთვის საშიშ მძღოლებად.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)