09:40 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-25 11:34:08, 1370 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მედიათეკების გაერთიანება დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს უმასპინძლებს

 25 მარტს, 17:00 საათზე, ვაკის მედიათეკა იწვევს დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს და მართავს ღონისძიებას, რომელზეც „ჩვენი თეატრის“ მსახიობები გამართავენ მუსიკალურ წარმოდგენას „ჩვენი ბენდი“.

ასევე, მოეწყობა ფოტოსესია ფერადი წინდებით, რომელიც დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის სიმბოლოა.

ღონისძიება, რომელსაც  დაესწრებიან საბავშვო პროექტ „მედიათეკელის“ მონაწილეები, ხელს შეუწყობს მათ ინტეგრაციას თანატოლებსა და საზოგადოებაში.

„ჩვენი ხმა საზოგადოებაში“ ეს არის დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის წლევანდელი გზავნილი. „საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციამ“ 15-21მარტს გამართა კვირეული, რომლის ფარგლებშიც არაერთი ღონისძიება გაიმართა.

ამასთან დაკავშირებით, 25 მარტს, შაბათს, პროექტის გაკვეთილების დრო შეიცვალა და 13:00 საათის ნაცვლად, დაიწყება 15:00 საათზე.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics