09:39 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-24 19:53:39, 1536 ნახვა

საზოგადოება
კობახიძე: ქართული ეკლესია საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში ყოველთვის წინა ხაზზე იყო

ქართული ეკლესია საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში ყოველთვის წინა ხაზზე იყო, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა,საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის სიძლიერისთვის ბრძოლა ყოველთვის საქართველოს დამოუკიდებლობისა და სიძლიერისთვის ბრძოლას ნიშნავდა.

"საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის სიძლიერის ბრძოლა, ყოველთვის საქართველოს დამოუკიდებლობისა და სიძლიერისთვის ბრძოლას ნიშნავდა. 100 წლის წინ ეს ბრძოლა ჩვენი ეკლესიისა და სამშობლოს გამარჯვებით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა 1917 წელს, ერთი წლით უსწრებს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. ეს თარიღებიც ცხდაჰყოფს, რომ ქართული ეკლესია საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში ყოველთვის წინა ხაზზე იყო. ქართული ეკლესიის თვითმყოფადობას ვერ მოერია ვერც საბჭოთა რეპრესიული მანქანა. შეუძლებელია დაამარცხო ის, რაც მოყვასისადმი სიყვარულზე, თავისუფლებასა და პატრიოტიზმზეა დაფუძნებული”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics