08:41 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-24 12:31:22, 1303 ნახვა

საზოგადოება
პროექტი „სინათლე ცოდნის კაფეში“ საზეიმოდ დაიხურა

სინათლე ცოდნის კაფეში - ამ სახელწოდების პროექტი ქალაქ წნორის სოციალურ საწარმოში „ცოდნის კაფე“ საზეიმოდ დაიხურა. პროექტი იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა სსიპ „დანაშულის პრევენციის ცენტრმა“ ააიპ „სამოქალაქო ინიციატივასთან“ ერთად ჩაატარა.

 მისი მიზანია სიღნაღის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებში სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა, საგანმანათლებლო-შემეცნებითი შეხვედრების ორგანიზება.

ახალგაზრდული პროექტი - „სინათლე ცოდნის კაფეში“   ქალაქ წნორში ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და  სხვადასხვა თემატიკის ტრენინგებს მოიცავდა; კერძოდ, ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, გენდერული თანასწორობა, „ბულინგი“, მომავალი პროფესიისთვის საჭირო კომპიუტერული უნარ–ჩვევების განვითარება და სხვა. მასში ადგილობრივი სკოლების 14-18 წლის 30 მოსწავლე ჩაერთო. დახურვის ღონისძიებაზე მონაწილეებს პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები და ადაპტირებული წიგნი სამართლის შესახებ - „სამართლის ქალაქი“ გადაეცათ.

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" ახალგაზრდულ პროგრამებს/პროექტებს იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში ახორციელებს. ამიერიდან, კი მსგავსი საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროექტები „ცოდნის კაფეშიც“ გაგრძელდება. „ცოდნის კაფე" ქალაქ წნორში, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ინიციატივის" მიერ შარშან, სექტემბერში დაფუძნდა. მასში მულტიმედიური ბიბლიოთეკა, წიგნების მაღაზია, კაფე და შეხვედრების სივრცეა მოწყობილი.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics