|
2017-03-23 18:47:34, 1541 ნახვა
საზოგადოება
მსჯავრდებულებისთვის ტელევიზორით სარგებლობის წესი მარტივდება
გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის, დაბალი რისკისა და ნახევრად ღია ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ მსჯავრდებულებს, უფლება ექნებათ პირადი ტელევიზორი და რადიომიმღები ყოველგვარი ნებართვის გარეშე შეიძინონ. აქამდე, ამისთვის, პენიტენციური დაწესებულების დირექტორის ნებართვა იყო საჭირო. "პენიტენციურ დაწესებულებაში დღეს ტელევიზორით სარგებლობის უფლების მოპოვება დირექტორის თანხმობით არის შესაძლებელი. მხოლოდ მას აქვს დისკრეცია მისცეს მსჯავრდებულს ან არ მისცეს ტელევიზორით სარგებლობის ნებართვა. გთავაზობთ, რომ ნახევრად ღია და ღია ტიპის დაწესებულებებში, ასევე, დაბალი რისკის დაწესებულებაში და გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულებებში, ტელევიზორით სარგებლობის უფლება ფუნდამენტური უფლება იყოს, რომელიც დირექტორის გადაწყვეტილებასთან არ იქნება დაკავშირებული“,- განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე, სადაც საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი წარადგინა. ამასთან, მინისტრის თქმით, განსაკუთრებული რისკისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ტელევიზორით და რადიომიმღებით სარგებლობაზე, ნებართვა კვლავ დირექტორის თანხმობით გაიცემა. ტელევიზორი ამანათით აღარ მიიღება. მისი შეძენა საკუთარი ხარჯით, ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეეძლება მხოლოდ დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში. დაწესებულების მაღაზიაში პროდუქციის ფასის საბაზრო ღირებულებასთან შესაბამისობა სამინისტროს მიერ გაკონტროლდება. (NS)
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)