|
2017-03-23 16:02:59, 2199 ნახვა
სამართალი
მსჯავრდებულებს გათავისუფლებისთვის მოამზადებენ
პენიტენციურ სისტემაში ახალი ტიპის - გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება შეიქმნება, რომელშიც განთავსდებიან საშიშროების დაბალი, ან საშუალო რისკის მსჯავრდებულები, რომელთა მიერ მოსახდელი თავისუფლების აღკვეთის დარჩენილი ვადა 6 თვეს არ აღემატება - აღნიშნულ სიახლეს პენიტენციური სისტემის რეფორმის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტის პლენარულ სესიაზე დღეს პირველი მოსმენით განიხილება. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დეპუტატებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა წარუდგინა. მისი თქმით, გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებული შეძლებს დაეუფლოს კონკრეტულ პროფესიას, უქმე დღეებში დატოვოს დაწესებულება და ესტუმროს ოჯახს. ასევე, დაწესებულების დროებით დატოვება შესაძლებელი იქნება სწავლის მიზნითაც. მათ საშუალება მიეცემათ სრულ გათავისუფლებამდე მოაწესრიგონ ელემენტარული ყოფითი პირობები და დოკუმენტაციასთან დაკავშირებული პრობლემები; მოძებნონ სამსახური და აშ. „ეს ყოველივე ხელს შეუწყობს მსჯავრდებულთა ადაპტაციას საზოგადოებაში და რეზოციალიზაციას. აღსანიშნავია, რომ ყოველივე ამის პარალელურად, ჩვენ პრევენციაზეც ვფიქრობთ, რათა არ მოხდეს ისე, რომ მსჯავრდებული დროებით გავიდეს აღნიშნული დაწესებულებიდან და შემდეგ აღარ დაბრუნდეს. შესაბამისად, ცვლილებები შედის სისხლის სამართლის კოდექსში და დაწესებულებაში დროულად არ გამოცხადება ჩაითვლება თავის არიდებად და დაისჯება სისხლის სამართლის კანონით დადგენილი წესით“, - განაცხადა მინისტრმა. კახა კახიშვილის განმარტებით, გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს, რომელიც დროულად დატოვებს პენიტენციურ დაწესეულებას, საზღვრის დატოვება აეკრძალება. მინისტრის თქმით, ამ პაკეტის მიღების შემთხვევაში, პენიტენციური სისტემა კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდება ევროპულ სტანდარტებს. (NS)
ორიოლის სამხედრო ქარხანაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, ერთი გარდაიცვალა
ტრამპი დაემუქრა რუსეთსა და უკრაინას 200%-იანი ტარიფების დაწესებით, თუ ომი გაგრძელდება
ორ პირს რომლებმაც მოქალაქეს ინტიმური ვიდეო გაუვრცელეს და თვითმკვლელობამდე მიიყვანეს ,ხოლოდ 5 წელი შეეფარდათ
უკრაინამ სამარის რეგიონში მდებარე „ტატნეფტის“ მსხვილ ქიმიურ ქარხანაზე იერიში მიიტანა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)