|
2017-03-23 14:41:07, 1294 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ ჯანელიძე ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
ვაშინგტონში მიმდინარე გლობალური კოალიციის მინისტერიალის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრმა ორმხრივი შეხვედრები გამართა კოლეგა მინისტრებთან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ ჯანელიძე ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯული ბიშოპს შეხვდა. მათივე ინფორმაციით, მინისტრებმა კმაყოფილებით აღნიშნეს წარმატებული ორმხრივი თანამშრომლობა, მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა ავსტრალიას იმ მნიშვნელოვანი როლისთვის, რომელსაც ქვეყანა ასრულება სამხრეთ წყნარი ოკეანის რეგიონში საქართველოს ცნობადობის ამაღლებისა და ქვეყნის მხარდაჭერისთვის. მინისტრებმა ასევე ხაზი გაუსვეს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში წარმატებულ თანამშრომლობას. ავსტრალიურმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სრული მხარდაჭერა და გამოთქვა შეშფოთება ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში დაგეგმილი ე. წ. რეფერენდუმთან დაკავშირებით. ორმხრივი თანამშრომლობის კონტექსტში მინისტრებმა მიმოიხილეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს საინვესტიციო და ეკონომიკური შესაძლებლობების შესახებ. მან ხაზი გაუსვა ქვეყნის, როგორც ევროპისა და აღმოსავლეთ რეგიონის დამაკავშირებელი ჰაბის ფუნქციების მნიშვნელობას. მინისტრებმა აღნიშნეს მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის აუცილებლობა. მიხეილ ჯანელიძემ კოლეგა ვიზიტით საქართველოში მიიწვია.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)