|
2017-03-23 14:21:57, 698 ნახვა
სამხედრო
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროს ნეშტი დაკრძალეს
დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ნეშტი სამხედრო პატივით დაკრძალეს. 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული II ქვეითი ბრიგადის უმცროსი სერჟანტის, ანზორ ვახტანგის ძე გელდიაშვილის ნეშტი ახალციხიდან თბილისში, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ოჯახის თხოვნით გადმოასვენეს. ძმათა სასაფლაოს მიმდებარედ არსებულ აგვისტოს ომის მსხვერპლთა სახელზე აგებულ ეკლესიაში საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარმა კაპელანმა, დავით ლონდარიძემ უმცროსი სერჟანტის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. მუხათგვერდში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, პოლკოვნიკები - ნიკოლოზ ჯანჯღავა, შალვა ჯაბახიძე და ზაზა ჩხაიძე, ეროვნული გვარდიის უფროსი, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე, ასევე სხვა სამხედრო პირები იმყოფებოდნენ. დაკრძალვის ცერემონიალს დაღუპული სამხედრო მოსამსახურის თანამებრძოლები, ოჯახის წევრები და ახლობლები დაესწრნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)