07:07 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-23 10:32:08, 1295 ნახვა

საზოგადოება
პრემიერი: C ჰეპატიტის ფარგლებში 25 000-მა ადამიანმა მკურნალობა დაასრულა და 98%-იანი განკურნების მაჩვენებელი გვაქვს

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, С ჰეპატიტის პროგრამის ფარგლებში 35 ათასი ადამიანიდან 25 ათასმა მკურნალობა დაასრულა.

როგორც კვირიკაშვილმა მთავრობის დრევანდელ სხდომაზე განმარტა, 25 ათასი ადამიანიდან 98%-იანი განკურნების მაჩვენებელია.

"სამეგრელოში, ზუგდიდში, გაიხსნა C ჰეპატიტის თანამედროვე ცენტრი. ეს პროექტი მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ ზუგდიდში გამოკვლევების შედეგად, არის ძალიან მაღალი C ჰეპატიტის მაჩვენებელი. ეს იქნება უნიკალური ცენტრი იმ თვალსაზრისით, რომ აქ იქნება კომბინირებული სერვისები, როგორც სკრინინგის, ასევე დიაგნოსტიკის, ექიმის მომსახურების, მედიკამენტების გაცემის. ეს არის ძალიან წარმატებული პროგრამა, რომელიც აშშ-ს მთავრობის დახმარებით ხორციელდება. ამ ცენტრის ფარგლებში შესაძლებელი იქნება, რომ ნეიტრალური პასპორტის მქონე ჩვენმა მოქალაქეებმა, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ, ისარგებლონ ამ პროგრამის მომსახურებით. C ჰეპატიტის პროგრამის ფარგლებში უკვე 35 000-მა ადამიანმა ისარგებლა, აქედან 25 000-მა დაასრულა მკურნალობა და 98%-იანი განკურნების მაჩვენებელია. მინდა, ჯანდაცვის სამინისტროს მადლობა გადავუხადო. ანუ, ეს არის თითქმის 25 000 გადარჩენილი სიცოცხლე, რომელიც ამ პროგრამის გარეშე იყო განწირული ლეტალური შედეგისთვის",- განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics