23:00 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-22 19:22:07, 1678 ნახვა

პოლიტიკა
ინაშვილი: რაც პრეზიდენტსა და უმრავლესობას შორის ხდება, რას ჰგავს? საბავშვო ბაღში ვართ?!

„ამ შემთხვევაში ჩვენ ვართ ნეიტრალური მხარე, ხალხის თვალით ვუყურებთ პროცესს და არ მგონია ხალხს მოსწონდეს ის კინკლაობა რაც დღეს ხდება“,-ამის შესახებ ფრაქცია „პატრიოტების“ თავმჯდომარემ ირმა ინაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ინაშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში საერთო უპატივცემლობის ფონია.

„ქვეყანაში საერთო უპატივცემლობის ფონია და კარგი იქნება თუ ამ ღრმა პოლიტიკური საკითხების მიღმა ზოგჯერ ზნეობრივ საკითხებზეც დავფიქრდეთ. არავინ და არაფერი არ არის დაფასებული. სრულიად უბიოგრაფიო ადამიანი ერთ დღეს გახდება მინისტრი, უბიოგრაფიო ადამიანი ერთ დღეს გახდება დეპარტამენტის თავმჯდომარე, პარლამენტშიც არის პრაქტიკა, მოხვდნენ ასეთი ადამიანები. არ ფასდება ქვეყანაში ადამიანები და არც თავგანწირვა ფასდება. ჩვენ უნდა შევქმნათ სრულიად ახალი დამოკიდებულება ერთმანეთისადმი, პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთს, პატივი უნდა ვცეთ ინსტიტუტებს, პატივი უნდა ვცეთ პარლამენტსაც და საკუთარ თავსაც, პრეზიდენტის ინსტიტუტსაც. ძალიან სამწუხაროა ის განცხადებები რასაც, ჩვენ ბოლო პერიოდის მანძილზე ვისმენთ ერთმანეთისადმი. კარგი იქნება თუ უმრავლესობა შორიდან შეხედავს საკუთარ თავს, კარგი იქნება თუ პრეზიდენტის ადმინისტრაცია გარედან შეხედავს პროცესს როგორ მიდის. ჩვენ ამ შემთხვევაში ნეიტრალური მხარე ვართ. ხალხის თვალით ვუყურებთ ამ პროცესს და არ მგონია ხალხს მოსწონდეს ის კინკლაობა რაც დღეს ხდება პრეზიდენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას, პარლამენტსა და პრეზიდენტს შორის, პრეზიდენტსა და უმრავლესობას შორის, რაც ჰგავს ეს ? საბავშვო ბაღში ვართ თუ რა ხდება ?“,-განაცხადა ინაშვილმა.

მისივე თქმით, მას მაჟორული ტონალობის საფუძველი არ აქვს, რადგან ქვეყანაში 90% ღატაკია.

„ტონალობის შერჩევაზე როდესაც ვსაუბრობთ ხოლმე ჩემს, ტონალობა ხან ამაღლებული იქნება, მაჟორული ხან სენტიმენტალური. არ დაგიმალავთ ძალიან სენტიმენტალური ტონალობა მაქვს ახლა, იმიტომ რომ მაჟორის საფუძველი ჩვენ არ გვაქვს. გარეთ თუ გავიხედავთ ჩვენი მოსახლეობის 90% ღატაკია და შიმშილობს. მერამდენე სხდომაა ჩვენი ერთი და იმავე კანონზე ვმსჯელობთ. ის ხალხი ვინც სხდომებს თავლყურს ადევნებს, დაინტერესებულია იმით, რომ ჩვენგან მიიღოს ინფორმაცია რა ეშვე;ლება მათ ოჯახებს, როგორ შეძლებენ ისინი მათი შვილების უზრუნველყოფას, ხალხი შიმშილობს და არ არიდება ამაზე ხმამაღლა ლაპარაკს. მე 90-იანი წლების გავლილი მაქვს ისევე როგორც ბევრ თქვენგანს, მაგრამ ვერ ვიხსენებ რომ სატელევიზიო სიუჟეტებში გამოდის ხალხი და ამბობს, რომ შია“,-დასძინა ინაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics