21:19 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-22 15:41:44, 1862 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა მელიასა და შოთა ხაბარელს შორის მცირე დაპირისპირება მოხდა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც სიტყვით უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი გამოდიოდა,  ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია და „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი შოთა ხაბარელი დაუპირისპირდნენ.

დეპუტატებს შორის კამათი „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკას მოჰყვა.

ლევან გოგიჩაიშვილმა მელიას მიმართა „დამშვიდდით ნუ ყვირიხართ, თქვენი აქ არავის არ ეშინია  და თუ ზომებს გადახვალთ შეიძლება სხვანაირადაც დადგეს საკითხია“.

„დღევანდელმა გამოსვლებმა ნათლად აჩვენა, რომ ამ ადამიანებში არაფერი არ იცვლება. სხვადასხვა პარალელურ სამყაროში  ვცხოვრობთ. ერთი არის „რუსთავი 2“-ის იმიტირებული სამყარო, სადაც ჩარჩენილია „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი დანაყოფებით და ეს არის  რეალური სამყარო, რომელსაც ჰქვია საქართველო, სადაც ვცხოვრობთ ჩვენ.

ყველა გამოსვლაში ეს ადამიანები აფიქსირებენ უპრეცენდენტო სიძულვილს  საქართველოსი, საქართველოს დემოკრატიის და იმ  ინსტიტუტების მიმართ, რომლებმა ბოლო პერიოდში ჩვენი ხელისუფლების პერიოდში მიიღო ნორმალური, ადამიანური სახე.

დღეს ადამიანები გამოდიან და გვესაუბრებიან ჩადებებზე, ძალადობაზე. არაფერი, რომ არ ვთქვა  იმას რასაც წლების განმავლობაში ჩადიოდნენ. ახსენებენ გვარებს. მინდა შეგახსენოთ, რომ ბოლო ორი გვარი, რომელიც თქვენ აღნიშნეთ იყვნენ თქვენი ზონდერები. ამ ადამიანებს თქვენ იყენებდით მომიტინგეების წინააღმდეგ, იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც მშვიდობიანად გამოთქვამდნენ პროტესტს. რითი ვამტკიცებთ ? ფაქტებით ვამტკიცებთ. ადამიანების მეხსიერებით ვამტკიცებთ და იმ მოცემულობებით ვამტკიცებთ, რაც  არის ისტორიული მეხსიერება ჩვენი“,-აღნიშნა გოგიჩაიშვილმა.

 პარლამენტის ვიცე სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა დეპუტატებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics