21:15 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-22 13:54:55, 1785 ნახვა

პოლიტიკა
ანა დოლიძე: ე.წ. მოსმენების კანონთა პაკეტი საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, ე.წ. მოსმენების კანონთა პაკეტთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში ორი ძირითადი არგუმენტია წარმოდგენილი, რომელიც სააგენტოს დამოუკიდებლობას და საკომუნიკაციო კომპანიების ფინანსურ ხარჯებს ეხება.

როგორც დოლიძემ აღნიშნა, წარმოდგენილი ე.წ. მოსმენების კანონთა პაკეტი საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს.

"ჩვენ გვაქვს მითითება საკონსტიტუციო სასამართლოდან, რომ მოსმენების განმახორციელებელი უწყება უნდა იყოს გამოძიებისგან დამოუკიდებელი, ამიტომ არ შეიძლება რომ ის იყოს სუს-ში და არ შეიძლება, რომ ის იყოს დაკავშირებული სუს-თან.  ამავე დროს, ჩვენ ვთავაზობთ პარლამენტს, რომ ეს უწყება სააგენტო პირდაპირ იყოს დაქვემდებარებაში პრემიერთან, შესაბამისად, ის დარჩება აღმასრულებელ ხელისუფლებაში, მაგრამ იქნება დამოუკიდებელი სუს-სიგან და ამით ჩვენ დავაკმაყოფილებთ საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნას. პრობლემურია ასევე ის, რომ კანონი აკისრებს სერიოზულ ხარჯებს საკომუნიკაციო კომპანიებს და ჩვენი მოთხოვნით, ჩვენი კონსტიტუციით ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ბიზნესს შევთავაზოთ სამართლიანი ანაზღაურება, რა შემთხვევაშიც სახელმწიფოს დაუკმაყოფილდება თავისი ინტერესი, მაგრამ წნეხი არ განხორციელდება განსაკუთრებით მცირე და პატარა ბიზნესზე'', - განახცხადა ანა დოლიძემ.

მისივე თქმით, 2014 წლიდან არის განმეორებითი შემთხვევები, რომ ქვეყანაში შეიქმნას სისტემა, რომელიც იქნება თვისობრივად ახალი და თვისობრივად განსხვავებული იმ მიყურადებისგან და ყველა ადამიანის ცხოვრებაში ძრომიალისგან, რომელიც ამ ქვეყანაში ხორციელდებოდა 2012 წლამდე.

"სამწუხაროდ, ეს კანონიც გაშვებული შესაძლებლობაა, ვინაიდან ჩვენ თვისობრივად ახალ, დაცულ სისტემაზე სამწუხაროდ აღარ გადავდივართ", - აღნიშნა ანა დოლიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics