21:14 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-22 10:32:53, 1793 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე ვაშინგტონში შეხვედრებს მართავს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს მართავს ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლობით პალატაში, ასევე ანალიტიკური და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე  სენატორ ტომ კოტონს (რესპუბლიკელი, არკანზასის შტატი) შეხვდა, სადაც  კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობას და მეგობრობას. აღინიშნა, საქართველო როგორც რეგიონში დემოკრატიის წარმატებული მოდელი. შეხვედრაზე სენატორს ინფორმაცია მიეწოდა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოზე. მინისტრმა ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო დროს განვითარებული პროცესების თაობაზე. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაგმეს რუსეთის დესტრუქციული ნაბიჯები, მათ შორის რეგიონების მილიტარიზაცია, ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვა და ცხინვალის რეგიონში დაგეგმილი ე.წ. რეფერენდუმი. სენატორმა კიდევ ერთხელ გამოხათა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის  მიმართ.

2017 წლის 20-21 მარტს მინისტრმა ასევე შეხვედრები გამართა ამერიკის შეერთებული შტატების წამყვან ანალიტიკურ და კვლევით ცენტრებში. მათ შორის შეხვდა მარშალის ფონდის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს დერეკ კოლეტს (Derek Chollet), აშშ-სს საერთაშორისო სწავლებისა და სტრატეგიული კვლევის ცენტრის პრეზიდენტს ჯონ ჰამრს (John Hamre), ამერიკის ახალი უსაფრთხოების ცენტრის დამფუძნებელს მიჩელ ფლორნოის (Michelle Flournoy) და პრეზიდენტს რიჩარ ფონტანს (Richard Fontaine).

მიხეილ ჯანელიძე ასევე შეხვდა ბრუკინგსის ინსტიტუტის პრეზიდენტს სტრობ ტალბოტს (Strobe Talbott), ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს სტეფენ ჰედლის (Srephen Hadley).

შევედრებზე საუბარი შეეხო რეგიონში შექმნილ ვითარებას, ტრანსალტალნტიკური უსაფრთხოების გარემოს, აშშ-საქართველოს თანამშრომლობას და იმ ახალ შესაძლებლობებს, რასაც ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა იძლევა, რეგიონში საქართველოს როლის კიდევ უფრო გასაზრდელად.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics