21:12 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-22 10:01:18, 1634 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-ში გლობალური კოალიციის მინისტერიალის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე კოლეგა მინისტრებს შეხვდება

საქართვეოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სამუშაო ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფება, სადაც 22 მარტს მონაწილეობას მიიღებს "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ გლობალური კოალიციის წევრი ქვეყნების შეხვედრაში, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე იმართება. მინისტერიალს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, რექს ტილერსონი მასპინძლობს და მასში 68 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობს.
 
„ვაშინგტონში იმართება „ისლამური სახელწმიფოს" წინააღმდეგ გლობალური კოალიციის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელიც მოწვეულია სახელმწიფო მდივნის მიერ. ამ კონფერენციაში ჩვენი მონაწილეობა, დასტურია იმისა, რომ საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალური ანტიტერორისტული საქმიანობის კუთხით. ჩვენი კონტრიბუცია მაღალია, როლი და მნიშვნელობა დიდია. ჩვენ ჩართული ვართ გლობალური კოალიციის საქმიანობაში მისი დაფუძნების შემდეგ, 2014 წლიდან. შესაბამისად , ჩვენ ამით ვადასტურებთ ჩვენს ძალიან მნიშვნელოვან კონტრიბუციას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენი როლი  მნიშვნელოვანია ასევე რეგიონალური უსაფრთხოების და  სტაბილურობის კუთხით.  ჩვენი თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმართულია რეგიონში უფრო მეტი უსაფრთხოების და სტაბილურობის შექმნისკენ. ჩვენ ამ მიმართულებით ვსაუბრობთ ახალ ადმინისტრაციასთან, ანუ საქართველოს ფუნქციაზე  უსაფრთხოების კუთხით რეგიონში"-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მინისტერიალის ფარგლებში მონაწილეები იმსჯელებენ "ისლამური სახელმწიფოდან " მომდინარე საფრთხეებზე, კოალიციის მიერ წარმოებულ ოპერაციებზე და საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საკითხებზე.

საქართველო 2014 წლიდან გლობალური კოალიციის წევრია. გლობალური კოალიციის პირველი მინისტერიალი 2014 წლის 3 დეკემბერს ბრიუსელში გაიმართა. კოალიციის მიზანი ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება და რეგიონში ტერორიზმიდან გამომდინარე საფრთხეების და შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის აღმოფხვრაა.

ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში 2017 წლის 20-23 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს აშშ-ს სენატორებთან და კონგრესმენებთან, ასევე აშშ-ს ანალიტიკური და ექსპერტული წრეების წარმომადგებლებთან. 

გლობალური კოალიციის მინისტერიალის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე კოლეგა მინისტრებს შეხვდება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics