21:12 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-22 09:51:40, 2037 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტი ე.წ. მოსმენებთან დაკავშირებულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დღეს პლენარულ სხდომაზე განიხილავს

ე.წ ფარული მოსმენების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს პარლამენტში დღეს პირველი მოსმენით განიხილავენ. პლენარული სხდომა 12 საათზეა დანიშნული.

საპარლამენტო უმრავლესობა ვეტოს დაძლევას აპირებს. უმრავლესობის დეპუტატების განმარტებით, კანონი ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის გარანტიას იძლევა და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან თანხვედრაშია. ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივები იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გუშინ განიხილეს და მხარი არ დაუჭირეს.

საპირისპირო აზრი აქვს ოპოზიციას. საპარლამენტო უმცირესობაში ცვლილებათა პაკეტს ანტისაზოგადოებრივს უწოდებენ და აცხადებენ, რომ მისი მიღების შემთხვევაში ქვეყნის იმიჯიც დაზიანდება. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიაჩნიათ, რომ კანონი ერთგვარი პოლიტიკური კონტროლის იარაღია და ის ხელისუფლებას ძალაუფლების შენარჩუნებისთვის სჭირდება.

პრეზიდენტმა ე.წ მოსმენების კანონს ვეტო 20 მარტს დაადო. მან ვეტოს უფლების გამოყენება კანონში არსებული ორი ძირითადი ხარვეზით ახსნა. გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ცვლილებების მიხედვით სუს-ს დაქვემდებარებული სააგენტო დამოუკიდებელი ვერ იქნება. მარგველაშვილი ასევე თვლის, რომ კანონი გაუმართლებელ და საკომუნიკაციო კომპანიებს არაპროგნოზირებად ხარჯებს აკისრებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა ფარული საგამოძიებო ქმედებების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი 1 მარტს მიიღო. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, ფარული მოსმენების განსახორციელებლად სუს-ის დაქვემდებარებაში "ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო" იქმნება. უწყების ტექნიკურ აღჭურვაზე და შენობა-პერსონალის შენახვაზე 2018 წელს 30 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

მობილური ოპერატორები სააგენტოს მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში 200 000 ლარამდე დაჯარიმდებიან. ზედიზედ 4-ჯერ დაჯარიმების შემთხვევაში კი, საქმიანობის უფლება ჩამოერთმევათ. უწყებას მობილური ოპერატორების აუდირების უფლებაც ექნება.

უწყების შექმნა 14 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად გახდა საჭირო. სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ფარული მიყურადების განხორციელების საკანონმდებლო ნორმები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics