23:48 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-21 10:14:20, 724 ნახვა

სპეციალური ანონსი
21 მარტის სპეციალური ანონსი

21 მარტს, 11:00 საათზე, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე ფსიქიკური ჯანმრთელობის დაფინანსების მეთოდოლოგიაში განხორციელებული ცვლილებებების საკითხთან დაკავშირებით სფეროში მომუშავე სპეციალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდებიან.
მის.: ნ. რამიშვილის ქ. #6, სახალხო დამცველის აპარატი

21 მარტს, 11:00 საათზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ევროკავშირის დაფინანსებული EU4Justice: პენიტენციური და პრობაციის სისტემების მხარდაჭერის პროექტის ხელშეწყობით, სოციალურ მუშაკთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ღონისძიებაზე სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სამინისტრო დააჯილდოებს ათ სოციალურ მუშაკს და რვა ორგანიზაციას.
სასტუმრო „თბილისი რუმსი“

21 მარტს, 11:00 საათზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გამართება.
თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

21 მარტს, 11:30 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) ერთად “საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის საჯარო განხილვას” გამართავს. 

21 მარტს, 13:30 საათზე, ჟურნალ „ეკონომისტის“ (The Economist) წლიური გამოცემის „მსოფლიო 2017“ ქართული ვერსიის პრეზენტაცია და კონფერენცია „საქართველო და მსოფლიო 2017“ გაიმართება. განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, გიგლა აგულაშვილი საზოგადოებას განათლების რეფორმის კონცეფციას გააცნობენ. 
რესტორანი „ტაბლა“
საკონტაქტო პირი: „ჯორჯია თუდეი ჯგუფის“ გენერალური მენეჯერი გიორგი შარაშიძე - 599 58 82 02 

21 მარტს, 14:00 საათზე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
მის.: თბილისი, კომიტიტეტის სათათბირო ოთახი

21 მარტს, 14:00 საათზე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.
მის.: თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N516

21 მარტს, 14:00 საათზე, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, კავშირი “ჩვენი ბავშვების“ ორგანიზებით და საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დახმარებით კონფერენცია, სახელწოდებით "ჩვენი ხმა საზოგადოებაში" გაიმართება
მის.: თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

21 მარტს, 14:30 საათზე, ეროვნულ ბანკთან შპს "საფინანსო კომპანია საქართველოს" დაზარალებულ მეანაბრეთა აქცია გაიმართება.
საკონტაქტო პირები: ანა ძნელაძე 555 525 868, დათო კოპაძე 595 953 359

21 მარტს, 15:30 საათზე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციის წევრებს შეხვდებიან.
მის.: თბილისი, საგარეო ურთიერთობათა კომიტიტეტის სათათბირო ოთახი

21 მარტს, 17:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება კვლევის ,,კონფლიქტები სასკოლო სივრცეში“ და არასამთავრობო ორგანიზაციის პროექტების პრეზენტაცია. 
პრეზენტაციაზე  განიხილება კვლევის შედეგები, მათი გამომწვევი მიზეზები და  აგრეთვე, ორგანიზაციის მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტები. 
პრეზენტაცია ხორციელდება ა/ ო ,,კონფლიქტების მართვისა და მშვიდობის მშენებლობის ახალგაზრდული ცენტრის“  მიერ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონფლიქტის ანალიზისა და მართვის ინსტიტუტთან თანამშრომლობით (ხელმძღვანელი -  სრული პროფესორი, გუგული მაღრაძე).

შეხვედრის ორგანიზატორები: 
ნანა ბიჩინაშვილი - დირექტორი;
თეო გედენიძე - პროექტების მენეჯერი.

მისამართი:
თსუ,  I კორპუსი, 1-ლი სართული, 101–ე აუდიტორია.

ჭავჭავაძის გამზირი N 1.
საკონტაქტო ინფორმაცია : 
ქეთი ვასაძე --  საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
593 134 133 
keti-vasadze@hotmail.com

21 მარტს, 19:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ფოტოგამოფენა „ინდოეთი უნდა ნახო“ გაიხსნება. 

საქართველოში სკანდინავიისა და ბალტიის რვიანის წევრ ქვეყანათა პარლამენტების თავმჯდომარეების ვიზიტის 21 მარტის პროგრამა

21 მარტს, 09:15 საათზე, გამგზავრება საქართველოს პარლამენტში 
09:30-10:30 საათზე, შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან (ადგილი: შ. რუსთაველის სახელობის დარბაზი)
10:40-11:40 საათზე, გაერთიანებული შეხვედრა საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტებთან (ადგილი: დ. აღმაშენებლის სახელობის დარბაზი)
12:00-13:00 საათზე, შეხვედრა ფრაქციების წარმომადგენლებთან (ადგილი: დ. აღმაშენებლის სახელობის დარბაზი)
13:15-13:45 საათზე, პარლამენტის თავმჯდომარეთა ერთობლივი განცხადება პრესისათვის (ადგილი: შ. რუსთაველის სახელობის დარბაზი)
15:30 საათზე, გამგზავრება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში 
15:45-16:45 საათზე, შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან 
16:45 საათზე, გამგზავრება საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში
17:00-18:00 საათზე, შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან 
18:45 საათზე, გამგზავრება ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერსა და ბალეტის თეატრში 
19:00-19:45 საათზე, კონცერტი ნორდიკული და ბალტიის ქვეყანათა პარლამენტების თავმჯდომარეთა საპატივსაცემოდ 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერგეი კირიენკო: რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას
ელენე ხოშტარია: „ქართული ოცნების“ იზოლაცია შემდგარი ფაქტია
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics