14:25 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-20 17:17:02, 912 ნახვა

სამხედრო
სამხედრო ძალების რეზერვის განვითარებისა და მართვის კონცეფცია განიხილეს

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში დღეს სამხედრო ძალების რეზერვის განვითარებისა და მართვის კონცეფციის განხილვა მოეწყო. განხილვაში საქართველოს არასამთავრობო სექტორის წარმოადგენლები  და ექსპერტები მონაწილეობდნენ.

დისკუსია საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა გახსნა. ღონისძიებას საქართველოს შეიარარებული ძალების  გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე და ეროვნული გვარდიის მეთაური, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე დაესწრნენ. 
დისკუსიის  მთავარ საკითხებს რეზერვისა და მობილიზაციის ახალი სისტემის ფორმირება, რეზერვის ორგანიზება და მართვა, ტოტალური თავდაცვის პირობებში სამხედრო ძალების რეზერვის ეფექტიანი გამოყენების პრინციპები და მეთოდები წარმოადგენდა. 

სამხედრო ძალების რეზერვის განვითარებისა და მართვის კონცეფცია ეროვნული გვარდიის სამოქალაქო თავდაცვის სამმართველოს უფროსის მოადგილემ გიორგი თავდგირიძემ წარადგინა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  კონცეფციის მიხედვით, მოხდება არსებული რეზერვის სისტემის ტრანსფორმაცია, რათა შეიქმნას რეზერვის მართვის ეფექტიანი და მოქნილი ახალი სისტემა, რომლის მიზანიცაა ტერიტორიული თავდაცვის ძალების ჩამოყალიბება და ტოტალურ თავდაცვაში საქართველოს მოქალაქეების აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფა. 

ახალი კონცეფციის მიხედვით უნდა შეიქმნას აქტიური  სარეზერვო სამსახური, რომელიც სამ კომპონენტს მოიცავს, ესაა შეიარაღებული ძალების რეზერვი, ტერიტორიული რეზერვი და სპეციალისტების რეზერვი. აქტიური სარეზერვო სამსახურის კონცერფცია მთლიანად დამყარებულია ნებაყოფლობით მონაწილეობაზე. 18-დან 55 წლამდე საქართველოს მოქალაქეები, თუკი დააკმაყოფილებენ სპეციალურ მოთხოვნებს, ყოველწლიურად  გაივლიან 45 დღიან მომზადებას ქვედანაყოფის შემადგენლობაში. ამ პერიოდში ისინი მიიღებენ ანაზღაურებას, რომელიც წოდებრივი სარგოს 20% წარმოადგენს. რეზერვისტი ასევე აფორმებს 5 წლიან კონტრაქტს,  რომელიც ავალდებულებს მას, შეტყობინების მიღებისთანავე გამოცხადდეს ქვედანაყოფში. 

პირველ ეტაპზე შეიარაღებული ძალების რეზერვის ოპტიმალური რაოდენობა 1500-მდე რეზერვისტით განისაზღვრა. ხოლო ახალი კონცეფციის დამტკიცების შემთხვევაში პირველი საპილოტე გაწვევა 2018 წელს განხორციელდება.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics