18:11 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-20 15:01:40, 2503 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტმა ე.წ მოსმენების შესახებ კანონს ვეტო დაადო - „დროა, საქართველოს უკეთესი კანონმდებლობა მივცეთ“

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ე.წ მოსმენების შესახებ კანონს ვეტო დაადო, - ამის შესახებ მან სასახლეში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, ის კანონს პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს.

პრეზიდენტის შეფასებით, კანონში 2 ძირითადი ხარვეზია:

"კონსულტაციების შედეგად 2 ძირითადი ხარვეზი გამოიკვეთა. პირველი ეს არის სააგენტოს დამოუკიდებლობა, რომელიც წარმოდგენილი კანონპროექტით არ არის უზრუნველყოფილი და შესაბამისად ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ამ საკითხზე. მეორე ეს არის კანონპროექტში გაუმართლებელი და არაპროგნოზირებადი ხარჯები, რომლებსაც ეს კანონპროექტი საკომუნიკაციო კომპანიებს აკისრებს.

საზოგადოებას მინდა გავახსენო, რომ ამ საკითხს ვეტოების გარკვეული ისტორია გააჩნია. 2014 წლის 29 ნოემბერს მე იგივე კანონს, დავადე ვეტო და მაშინ საპარლამენტო უმრავლესობამ, დიდი ზარზეიმით და როგორც წარმატება, ამცნო საზოგადოებას, რომ მათ დაძლიეს ვეტო. მალევე საკონსტიტუციო კომისიამ გააჩერა ამ კანონის მოქმედება და დღეს ჩვენ, სწორედ საკონსტიტუციო კომისიის მიერ მიცემული ვადის ფარგლებში ვმუშაობთ, როდესაც 2017 წლის 31 მარტამდე პარლამენტს ახალი კანონის შემუშავება დაევალა.

საერთოდ საზოგადოებას, მინდა გავახსენო ვეტოების ისტორია. მე ვეტო ეროვნული ბანკის შესახებ კანონთან მიმართებაშიც გამოვიყენე. სულ რამდენიმე დღეში, მომივა მოსაწერად ახალი კანონი, რომელიც ამ მიმართულებით შეიქმნა. მაშინაც, კოალიციურმა უმრავლესობამ საზოგადოებას დიდ წარმატებად ამცნო, იმ ვეტოს დაძლევა. მაგრამ ახლა, წელიწადნახევრის მერე, ჩვენ ვხედავთ ახალ ნამუშევარს, რომელიც სიტყვა-სიტყვით იმეორებს იმ პოზიციებს, რაც მე მქონდა ვეტოში დაფიქსირებული. საზოგადოებას შეუძლია ადევნოს თვალი ვეტოების ისტორიას და იმ შედეგებს, რასაც შემდგომ ქვეყანა იღებს, ამ ვეტოების დაძლევის პრაქტიკიდან გამომდინარე", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა მმართველ გუნდს მიმართა და დასძინა, რომ დროა ერთობლივად უკეთესი კანონმდებლობა შესთავაზონ ქვეყანას.

"მინდა მივმართო საპარლამენტო უმრავლესობას, რადგან მე არაერთხელ გავიგე განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ვეტოც დაიძლევა. პატივცემულო ბატონებო, მე ვიცი, რომ თქვენ გაგაჩნიათ საკონსტიტუციო უმრავლესობა, ამის თაობაზე ინფორმირებული არის მთლიანად ქართული საზოგადოება. ყველამ იცის, რომ ვეტო დაძლევადია, მაგრამ ამ ვეტოს წერის პროცესში, სანამ კანონპროექტი იქნებოდა მიღებული, ჩვენ ვაწარმოებდით კონსულტაციებს, როგორც არასამთავრობო სექტორთან, ისივე პოლიტიკურ პარტიებთან და ამ სფეროში ჩართულ კომპანიებთან. ვეტოს წერის პროცესში მოგიწოდებდით, რომ ჩვენთან გქონოდათ კონსულტაციები. შესაბამისად, ჩვენ ვიცით და გვჯერა, რომ "ქართულ ოცნებას" ამ ვეტოს დაძლევა შეუძლია, მაგრამ შესაძლებელია ახლა დადგა დრო, რომ დავიწყოთ მუშაობა იმაზე, რათა უკეთესი კანონები შევქმნათ. იმ ფონზე, როდესაც გვესმის ყველას, რომ ვეტო დაძლევადია. დრო დადგა ჩვენს შენიშვნებს ჩავუღრმავდეთ და ვეტოს დაძლევის დემონსტრირების მაგივრად, საქართველოს მივცეთ უკეთესი კანონმდებლობა", - მიმართა პრეზიდენტმა "ქართულ ოცნებას". 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში წითელ მოედანზე დრონსაწინააღმდეგო ბადეებს ამაგრებენ
ვოლოდიმირ ზელენსკი ერევანში ევროკავშირის სამიტზე დასასწრებად ჩავიდა
ბათუმში სასწრაფო დახმარების მანქანა 2 ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics