|
2017-03-20 09:57:18, 1611 ნახვა
პოლიტიკა
ჯანელიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მიწვევით გლობალური კოალიციის მინისტერიალში მონაწილეობს
საქართვეოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სამუშაო ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფება, სადაც 2017 წლის 22 მარტს მონაწილეობას მიიღებს "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ გლობალური კოალიციისწევრი ქვეყნების შეხვედრაში, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე იმართება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტერიალს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, რექს ტილერსონი მასპინძლობს და მასში 68 ქვეყნის საგარეო საქმეთამინისტრი მონაწილეობს. მინისტერიალის ფარგლებში მონაწილეები იმსჯელებენ "ისლამური სახელმწიფოდან " მომდინარე საფრთხეებზე,კოალიციის მიერ წარმოებულ ოპერაციებზე და საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობისუზრუნველყოფის საკითხებზე. საქართველო 2014 წლიდან გლობალური კოალიციის წევრია. გლობალური კოალიციის პირველი მინისტერიალი2014 წლის 3 დეკემბერს ბრიუსელში გაიმართა. კოალიციის მიზანი ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგგრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება და რეგიონში ტერორიზმიდან გამომდინარე საფრთხეების და შექმნილიჰუმანიტარული კრიზისის აღმოფხვრაა. ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში 2017 წლის 20-23 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიშეხვედრებს გამართავს აშშ-ს სენატორებთან და კონგრესმენებთან, ასევე აშშ-ს ანალიტიკური და ექსპერტულიწრეების წარმომადგებლებთან. გლობალური კოალიციის მინისტერიალის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე კოლეგა მინისტრებს შეხვდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)