18:12 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-17 17:49:38, 1790 ნახვა

პოლიტიკა
ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიების სხდომა გაიმართა

ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესის ფარგლებში არსებული მიღწევები, გამოწვევები და სამომავლო გეგმები განიხილეს საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიების ერთობლივ სხდომაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კომისიამ დაამტკიცა საქართველოს 2017 წლის წლიური ეროვნული პროგრამა, რომელიც სახელმწიფო უწყებების მჭიდრო თანამშრომლობითა და ნატოსა და ალიანსის წევრი ქვეყნების ექსპერტების მიერ გამოთქმული რეკომენდაციების გათვალისწინებით შემუშავდა.

მათივე ინფორმაციით, სხდომაზე, ასევე დამტკიცდა „ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების კომუნიკაციის 2017-2020 წლების სამთავრობო სტრატეგია".

კომისიამ დღესვე მოისმინა ინფორმაცია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის 2016 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის  შესრულების შესახებ. სხდომაზე აღინიშნა, რომ ასოცირების შეთანხმების განხორციელების მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები ევროპულმა მხარემ დადებითად შეაფასა, როგორც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს გასული წლის სხდომაზე, ისე - ევროკომისიის ანგარიშში.

კომისიის შეფასებით, წარმატებით განხორციელდა ევროინტეგრაციის საკითხთა კომუნიკაციისა და ინფორმაციის შესახებ სტრატეგიის 2016 წლის სამოქმედო გეგმაც.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა კომისიის დღევანდელ სხდომაზე ასევე წარადგინა ინფორმაცია ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების შესახებ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში წითელ მოედანზე დრონსაწინააღმდეგო ბადეებს ამაგრებენ
ვოლოდიმირ ზელენსკი ერევანში ევროკავშირის სამიტზე დასასწრებად ჩავიდა
ბათუმში სასწრაფო დახმარების მანქანა 2 ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics