18:08 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-17 17:17:06, 1591 ნახვა

პოლიტიკა
დოლიძე: კომისიის სხდომაზე პოზიტიურად შეფასდა 2016 წლის სტრატეგიული კომუნიკაციის გავლილი ეტაპი

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელწმიფო მინისტრის ვიქტორ დოლიძის განცხადებით, საქართველო არის ყველაზე წინ წასული ქვეყანა, რომელიც ევროკავშირიდან და სხვადასხვა დონორი ორგანიზაციებიდან წამორებულ დახმარებას მაქსიმალურად ეფექტურად იყენებს.

მინისტრის ინფორმაციით, ნატოსა და ევროკავშირის კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე, საქართველოს პარტნიორების მხრიდან დადებითი შეფასება მიიღო.

მისივე თქმით, კომისიის წევრებმა ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების სტრატეგიული კომუნიკაციების სამთავრობო დოკუმენტს მხარი დაუჭირეს.

როგორც დოლიძემ აღნიშნა, დოკუმენტზე მუშაობის პროცესში შესაბამისი უწყებები, ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციებიც იყვნენ ჩართული.

„დღეს გვქონდა ევროპასთან ინტეგრაციის, ასევე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიების ერთობლივი სხდომა. ჩვენ მხარი დავუჭირეთ ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების სტრატეგიული კომუნიკაციების სამთავრობო დოკუმენტს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია ჩვენი საზოგადოებისთვის. კერძოდ, ცნობირების ამაღლების კუთხით და მათთვის ინფორმაციის მიწოდების კუთხით, იმ თემებთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება როგორც ევროპულ ასევე ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი დავამტკიცეთ, რომელიც უკავშირდება 2017 წლის ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას ნატოსთან თანამშრომლობის კუთხით. ძალიან პოზიტიურად შეფასდა 2016 წლის სტრატეგიული კომუნიკაციის გავლილი ეტაპი. რა თქმა უნდა ვიმსჯელეთ, როგორც ნატოს ასევე ევროკავშირის ინტეგრაციის პროცესებთან დაკავშირებულ საკითხებზე. გვესწრებოდნენ პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის წევრები, რომლებთანაც აქტიურად ვთანამშრომლობთ“, - აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში წითელ მოედანზე დრონსაწინააღმდეგო ბადეებს ამაგრებენ
ვოლოდიმირ ზელენსკი ერევანში ევროკავშირის სამიტზე დასასწრებად ჩავიდა
ბათუმში სასწრაფო დახმარების მანქანა 2 ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics