01:38 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-17 12:30:55, 1222 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანში ვიზიტი შეაჯამა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აზერბაიჯანში ვიზიტს მნიშვნელოვანს უწოდებს და აცხადებს, რომ საქართველომ საერთაშორისო დონეზე საკუთარი პოზიციების დასაფიქსირებლად კიდევ ერთი შესაძლებლობა გამოიყენა.

„მნიშვნელოვანია აზერბაიჯანში ვიზიტი და ჩვენს კოლეგებთან მუშაობა, რადგან აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, რომელთანაც  არაერთ პროექტს ვავითარებთ.

ჩვენ აგრეთვე გვქონდა შესაძლებლობა საერთაშორისო კონტექსტში დაგვეფიქსირებინა ის პოზიციები, რომელიც ქართულ მხარეს აქვს, ერთი მხრივ, საქართველოს ოკუპაციასთან მიმართებაში, მეორე მხრივ, საერთაშორისო ინსტიტუტების უფრო ეფექტიან მუშაობასთან დაკავშირებით, იმისთვის რომ ოკუპაციის და მსგავსი უსამართლობის შემთხვევები ერთობლივი მუშაობით ეფექტურად დაიძლიოს.

ჩვენ მოგვეცა ამის დაფიქსირების შესაძლებლობა სხვადასხვა ქვეყნებთან.  იყო ასევე, რამდენიმე პირისპირ შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ჩვენ განვამტკიცეთ ჩვენი თანამშრომლობის შესაძლებლობები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან, რომლებიც ასე მნიშვნელოვან როლს თამაშობენ სწორედ საქართველოს დღის წესრიგის წამოწევაში, როგორც ევროკავშირის, ასევე ნატოს კონტექსტში", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა, რომელიც 16-17 მარტს ბაქოს V გლობალურ ფორუმში მონაწილეობდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics