16:35 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-17 11:16:55, 1647 ნახვა

პოლიტიკა
ჯანელიძე: რუსეთის ფედერაციის პოლიტიკა ორიენტირებულია ფაქტობრივ ანექსიაზე

საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის. 

როგორც მინისტრმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, ინფორმაციის მიწოდება მოხდება, იმისთვის, რომ ვითარება დარეგულირდეს. 

ამასთან, საგარეო მინისტრი ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეომასალას გამოეხმაურა, სადაც ასახულია თუ როგორ გადაადგილდება ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის დამატებითი მძიმე სამხედრო ტექნიკა. საუბარია ცე-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებზე, რომლებიც ოფიციალურმა მოსკოვმა გაგზავნა.

ჯანელიძის თქმით, უნგრელ კოლეგასთან შეხვედრაზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება იყო. მინისტრმა დასძინა, რომ უნგრეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს უჭერს. 

„ვისაუბრეთ იმ გამოწვევაზე, რომელიც შეიქმნა რუსეთის ფედერაციისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების გაერთიანების კუთხით, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთის ფედერაციის პოლიტიკას, რომელიც ორიენტირებულია ფაქტობრივ ანექსიაზე. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი და რომელიც ეხება აფხაზეთში S-300 ტიპის შეიარაღების, საზენიტო-სარაკეტო სისტემების დამატებით შემოტანას. ჩვენი პოლიტიკა ორიენტირებულია მშვიდობაზე, კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაზე და მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის ფედერაცია იყოს შესაბამისობაში საერთაშორისო ნორმებთან, საერთაშორისო პრინციპებთან და ჩვენ ჩვენი პარტნიორების და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საერთაშორისო პრინციპებისადმი პატივისცემა იქნას უზრუნველყოფილი რუსეთის ფედერაციის მხრიდან“, - განაცხადა ჯანელიძემ. 

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ სიიარტოსთან შეხვედრაზე მიხეილ ჯანელიძემ ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხები განიხილა. მათ შორის, საუბარი ეკონომიკის, საგანმანათლებლო და კულტურის სფეროებში  თანამშრომლობას, ასევე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს შეეხო.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბათუმში სასწრაფო დახმარების მანქანა 2 ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics