17 მარტს, 09:30 საათზე, ბორჯომში, სასტუმრო „რიქსოს ბორჯომში“, ევროპის საბჭოს და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ერთობლივი ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს პარლამენტის როლი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტების იმპლემენტაცია“ გაიმართება.
17 მარტს, 10:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს პატრონაჟით ღონისძიება „თანასწორი შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში“ ჩატარდება.
მის.: თბილისი, სასტუმრო „ჰუალინგ თბილისი“.
17 მარტს, 10:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, პეტერ სიატროს შეხვდება.
მის.: თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)
17 მარტს, 10:30 საათზე, ცენტრალური ევრაზიის ლიდერთა ალიანსი (CELA) ატარებს რეგიონულ კონფერენციას, სახელწოდებით, „ინოვაციების როლი XXI საუკუნის საქართველოში“. კონფერენციას გახსნის საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა. ასევე, სიტყვით გამოვლენ საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი.
მის: ჭოველიძის ქ. #14, სასტუმროში „რუმს თბილისი“
17 მარტს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება “გირჩის” სარჩელის განხილვა ცესკოს წინააღმდეგ, რეფერენდუმის საკითხთან დაკავშირებით.
საკონტაქტო პირი: მარტა ბარამიძე - 555 561 990
17 მარტს, 11:00 საათზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
მის.: თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)
17 მარტს, 11:00 საათზე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
მის.: თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული).
17 მარტს, 11:00 საათზე, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის - ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება.
მის.: თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)
17 მარტს, 11:00 საათზე, საქართველოს მთავრობის კანცელარიიდან ”ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრით დაზარალებული მოვაჭრეები რუსთაველის მეტროს მიმართულებით საპროტესტო მსვლელობას მოაწყობენ, სადაც დარიგდება ფლაერები და საქართველოს მოქალაქეებს მოიწვევენ ფართომასშტაბიან აქციაზე.
17 მარტს, 11:30 საათზე, სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისში“ უნგრეთის საგარეო საქმეთა და საგარეო ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო უნგრეთის მთავრობის სახელით ხელს მოაწერს შეთანხმებას 2015 წლის თბილისის წყალდიდობის დროს დაზარალებულთა ჰუმანიტარული დახმარების შესახებ.
17 მარტს, 12:00 საათზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში შეხვედრა გაიმართება.
მის.: თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული).
17 მარტს, 14:00 საათზე, ფაბრიკაში პროგრამა Social Impact Award-ის ფარგლებში გაიმართება ვორქშოფების ბოლო სერია.
მის: ნინოშვილის ქ. #8, „ფაბრიკა“
17 მარტს, 15:00 საათზე, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
მის.: თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N439
17 მარტს, 15:00 საათზე, საგარეჯოში, სოფელ იორმუღანლოში გაიმართება იპოთეკით დაზარალებულთა აქცია, რომელსაც „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერებიც შეუერთდებიან.
საკონტაქტო ტელ: 599 299 338
17 მარტს, 16:00 საათზე, „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში“ ბიზნეს სექტორი განიხილავს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის მიხედვით განისაზღვრება ბიზნესისთვის საჯარიმო სანქციები შრომის კანონმდებლობით დადგენილი პირობების შეუსრულებლობისთვის. ამ ეტაპზე მომზადებულია კანონპროექტის სრული პაკეტი და ამოქმედდება დამტკიცებისთვანავე. შეხვედრას 40-ზე მეტი კომპანია დაესწრება.
მის.: თბილისი, ა. ბელიაშვილის ქ. #8 (ტელეკომპანია „მაესტროს“ გვერდით), მე-3 სართული.
საკონტაქტო პირი ცირა იობაშვილი - 598 544 415
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან