|
2017-03-16 15:56:36, 1804 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი მონტენეგროს პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მონტენეგროს პრეზიდენტს ფილიპ ვუჟანოვიჩს შეხვდა. ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობა განიხილეს და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივაზე ისაუბრეს. შეხვედრისას აღინიშნა საქართველოსა და მონტენეგროს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობა. გიორგი მარგველაშვილმა ფილიპ ვუჟანოვიჩს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. საქართველოს პრეზიდენტმა მონტენეგროელი კოლეგა საქართველოში მოიწვია. შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგის ფხალაძე და საქართველოს ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში თეიმურაზ შარაშენიძე ესწრებოდნენ.
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)