|
2017-03-16 15:45:48, 1333 ნახვა
საზოგადოება
ხარაგაულში ფერმერებს თხილის დაავადებების წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებები გააცნეს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მრავალწლოვანი კულტურების კვლევისა და სარგავი მასალების წარმოების დეპარტამენტის, ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის სამსახურის და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ ფერმერებთან შეხვედრები გამართეს. როგორც "ექსპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ფერმერებს ტრენინგი ჩაუტარდათ თხილის ბაღების გაშენების, მათი მოვლა-მოყვანის, ასევე, თხილის კულტურისათვის აუცილებელი საკვები ელემენტების, სასუქებისა და მათი გამოყენების წესების შესახებ. მათივე ინფორმაციით, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლებმა ფერმერებს თხილის ბაღებში გავრცელებული ძირითადი მავნებელ-დაავადებების, დაზიანების ფორმების, სიმპტომების, მათი მავნეობისა და მათ წინააღმდეგ ქიმიური და ბიოლოგიური ბრძოლის ღონისძიებების ჩატარების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, ექსტენციის პროქტის ფარგლებში, უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს ფერმერების ინფორმირება-გადამზადებას. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით 1200-მდე ფერმერი გადამზადდა. (NS)
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)