01:13 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-16 14:45:43, 1811 ნახვა

პოლიტიკა საზოგადოება
ამერიკის საელჩო: აშშ არ სცნობს „არჩევნების“ შედეგებს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე არალეგიტიმურად ჩატარდა

ამერიკის შეერთებული შტატები არ სცნობს არჩევნების შედეგებს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე არალეგიტიმურად ჩატარდა, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტეროტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. 

"შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატები არ სცნობს არჩევნების შედეგებს, რომელიც არალეგიტიმურად ჩატარდა საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე; და გმობს გადაწყვეტილებას სამხრეთ ოსეთის არაკონტროლირებადი რეგიონის სამხედრო ძალების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალების შემადგენლობაში შესვლის თაობაზე.

ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით მკაფიო და თანმიმდევრულია- ორივე ეს რეგიონი წარმოადგენს საქართველოს განუყოფელ ნაწილს.

ამერიკის შეერთებულ შტატებს მიაჩნია, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები არის ფორუმი მიმართული საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში შექმნილი ვითარების გადაჭრისკენ; და გამომდინარე აქედან, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მონაწილეს, თავი აარიდონ ისეთ ქმედებებს, რომელიც ძირს უთხრის ამ მოლაპარაკებებს", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. 

ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო არჩევნები 12 მარტს ჩატარდა.

გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფის რუსეთის შეიარაღებულ ძალებში შესვლის შესახებ წინადადება დაამტკიცა





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics