16:52 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-16 14:29:15, 1516 ნახვა

პოლიტიკა
ვახტანგ ხმალაძემ საკონსტიტუციო კომისიას პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესის განსხვავებული ვერსია შესთავაზა

 პარლამენტის ვიცე-სპიკერის, საკონსტიტუციო კომისიის წევრის,  თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ვახტანგ ხმალაძემ კომისიის დღევანდელი სხდომის მონაწილეებს, პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესის განსხვავებული ვერსია შესთავაზა.

მისივე განმარტებით, ხმალაძის ინიციატივაა, რომ პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევაში პარლამენტთან ერთად,   ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

"პრეზიდენტის მომავალი არჩევნები იქნება პირდაპირი წესით. დღეს იყო შემოთავაზებული არაპირდაპირი არჩევის წესის განსხვავებული ვერსია. არაპირდაპირი არჩევის ერთი გზაა, რომ პრეზიდენტი პარლამენტმა აირჩიოს. მეორე გზაა, რომ იყოს გარკვეული კომბინაცია, მაგალითად აჭარის უმაღლესი საბჭოს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მონაწილეობით და გარკვეული 2-ეტაპიანი სისტემა იყოს, ანუ არა მხოლოდ პარლამენტის წევრები, არამედ კიდევ  ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ერთობლივად ირჩევდნენ არაპირდაპირი წესით. ჩვენ შევთანხმდით, რომ ინიციატორი იდეის წარმოადგენს ფორმულირებას და ჩვენ სამომავლოდ კიდევ მივუბრუნდებით ამ ნორმას",-აღნიშნა ჩუგოშვილმა.

თავად ჩუგოშვილი პრობლემას ვერ ხედავს, რომ პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესი იყოს ცოტა უფრო კომპლექსური, ვიდრე-მხოლოდ პარლამენტის მიერ არჩევა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვოლოდიმირ ზელენსკი ერევანში ევროკავშირის სამიტზე დასასწრებად ჩავიდა
ბათუმში სასწრაფო დახმარების მანქანა 2 ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics