|
2017-03-16 14:02:46, 1306 ნახვა
საზოგადოება
„პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატები ფონდ „ობიექტივში“ საკუთარი ხელფასიდან ყოველთვიურად თანხას შეიტანენ
ტელეკომპანია „ობიექტივის“ ჟურნალისტებმა საქველმოქმედო ფონდი „ობიექტივი“ დააფუძნეს, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა პარტიის წევრებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ინაშვილმა აღნიშნა, ფონდი გაჭირვებული ადამიანების დახმარებას მოემსახურება და ყველა მსურველს საშუალება ექნება ფონდს ტანსაცმელი, საკვები ან ფულადი თანხა შესწიროს. მისივე თქმით, „საქართველოს პატრიოტები“ საქველმოქმედო აქციას მხარ უჭერენ, რაც გამოიხატება იმაში, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატები, ყოველთვიურად, საკუთარი ხელფასიდან ფონდში შესატან თანხას გაიღებს. პირადად ირმა ინაშვილი ყოველთვიურად 1500 ლარის ოდენობის თანხის გაღებას გეგმავს. „საქართველოს პატრიოტები“ პარლამენტის წევრებს მიმართავენ, შეუერთდნენ აქციას და სადეპუტაციო ხელფასიდან შემოწირულობა გაიღონ. „ვიღაც ამ ფონდს შეწირავს ტანსაცმელს, საკვებს, გაიღებს 5-10 ლარს, ყოველი თეთრი მნიშვნელოვანია, ვიღაც გაიღებს ოჯახისთვის საჭირო ნივთს. ეს არის აქცია გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა და დასძინა, რომ „ობიექტივის“ ჟურნალისტები საქველმოქმედო მოძრაობის განვითარებას წლების განმავლობაში ახორციელებდნენ.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)