01:14 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-16 13:42:01, 1680 ნახვა

საზოგადოება
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებები შედის

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებები შედის. ცვლილებების თანახმად  სხვადასხვა შემოსავლების მქონე მოქალაქეებს ჯანდაცვის სერვისები განსხვავებულად დაუფინანსდებათ. 

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ აღნიშნა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლეები რამდენიმე ჯგუფად დაიყოფა.

"გავაცნობთ საზოგადოებას რეფორმებს, რომელიც იგეგმება უახლოესი პერიოდის განმავლობაში. მოგეხსენებათ, როდესაც 2013 წელს დაიწყო საყოველთაო ჯანდაცვა, თავისი შინაარსიით იმ პერიოდში მოიცავდა საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს, რომელიც არანაირი მხარდაჭერით არ სარგებლობდა, მათ დაცვას და პროექტის ისეთ ადმინისტრირებას, რომელიც უზრუნველყოფდა მაქსიმალურად ხარჯეფექტურ მოდელს. 2013 წლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, იგივე სადაზღვევო ბაზარზეც და ეს მონაცემთა 2013 წლის ბაზები საჭიროებდა განახლებას. მონაცემებმა ბევრი რამ დაგვანახა, ერთის მხრივ ამ ანალიზმა საფუძველი მოგვცა, რომ მიგვეღო ახალი გადაწყვეტილებები, უფრო ხარჯეფექტური, ხარისხიანი და საჭიროებაზე ორიენტირებული ჯანდაცვის სერვისების მისაწოდებლად და მეორეს მხრივ ამ პერიოდის განმავლობაში საყოველთაო ჯანდაცვის დაწყებიდან გამოიკვეთა ჯანდაცვის მიღწევები და ასევე გამოწვევები თვალსაჩინოა. 

დავით სერგეენკომ ძირითადი კატეგორია და მათი ქვეკატეგორიები გამოჰყო, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ისარგებლებენ. 

"მიზნობრივი ჯგუფები – 1 700 000-მდე ადამიანი. აქ შედიან: 0-5 წლამდე ბავშვები,  სტუდენტები, პენსიონრები, შშმ პირები, პედაგოგები, სოციალურად დაუცველები. ამ ჯგუფს შეუნარჩუნდება საყოველთაო ჯანდაცვის სერვისების მოცულობა უცვლელად. ექვსივე ქვეჯგუფს მიენიჭებათ პრივილეგია, ერთდროულად ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვის სერვისებითა და კერძო სადაზღვევო (შემავსებელი) პაკეტით. სოციალურად დაუცველებსა და პენსიონერების იმ ნაწილს, ვისაც ყიდვის შესაძლებლობა არ აქვთ, გაუჩნდებათ ამბულატორიული მედიკამენტების დაფინანსების კომპონენტი.

მაღალი და საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეები. მოქალაქეები, რომელთა შემოსავალი წელიწადში 40 000 ლარზე მეტია – 32 000 ადამიანი. ეს კატეგორია ვეღარ მიიღებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებულ სამედიცინო სერვისებს. თუმცა, დარჩებიან ჯანდაცვის სხვა პროგრამების მოსარგებლეებად, მაგალითად, C ჰეპატიტის პროგრამა, მშობიარობის დაფინანსება.

მოქალაქეები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 900 ლარზე მეტია, მაგრამ, წლიური შემოსავალი არ აღემეტება 40 000 ლარს – 300 000 ადამიანი. ამ კატეგორიისთვის შეიცვლება ის, რომ ურგენტული სტაციონარი 100%-ის ნაცვლად, დაუფინანსდებათ 90%-ით. გეგმიური სტაციონარი, თუკი ხარჯები 1000 ლარს აღემატება, დაუფინანსდებათ 70%-ით. გეგმიური სტაციონარის ხარჯები, თუკი ხარჯები 1000 ლარზე მეტი ექნებათ, ისინი არ დაფინანსდებიან. მათ არ მიენიჭებათ პრივილეგია, ისარგებლონ კერძო სადაზღვევო შემავსებელი პაკეტით.

დაბალი და არარეგულარული შემოსავლის მქონე მოქალაქეები და მოზარდები. ყოველთვიურად 900 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე მოქალქეები და თვითდასაქმებული პირები – 1 154 000 ადამიანი. ამ კატეგორიას ურგენტული ამბულატორია 100%-ის ნაცვლად დაუფინანსდებათ 50%-ით. გეგმიური ამბულატორიისა და ურგენტული სტაციონარის კომპონენტი უცვლელი დარჩება. გეგმიური სტაციონარი დაუფინანსდებათ იმ შემთხვევაში, თუკი ხარჯები 500 ლარს გადააჭარბებს. ეს კატეგორია ისარგებლებს პრივილეგიით, ერთდროულად ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვის სერვისებითა და კერძო სადაზღვევო შემავსებელი პაკეტით. შეუნარჩუნდებათ ჯანდაცვის სხვა სახელმწიფო პროგრამები. მიეცემათ გარდამავალი ეტაპის შეღავათები.

მოქალაქეები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-დან 100 000-მდეა – 102 000 ადამიანი. ამ კატეგორიას საყოველთაო ჯანდაცვის სერვისების მოსულობა უცვლელად შეუნარჩუნდებათ. ამავდროულად, მიენიჭებათ პრივილეგია, ერთდროულად ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვის სერვისებითა და კერძო სადაზღვევო შემავსებელი პაკეტით.

6-18 წლის მოზარდები – 503 000 ადამიანი. ამ კატეგორიასაც, საყოველთაო ჯანდაცვის სერვისების მოსულობა უცვლელად შეუნარჩუნდებათ. ამავდროულად, მიენიჭებათ პრივილეგია, ერთდროულად ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვის სერვისებითა და კერძო სადაზღვევო შემავსებელი პაკეტით“,-აღნიშნა მინისტრმა. 

სერგეენკომ დასძინა, რომ მშობიარობის დაფინანსება ყველა კატეგორიას უცვლელად შეუნარჩუნდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics