|
2017-03-16 12:47:18, 1645 ნახვა
პოლიტიკა
გიგაური: პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის შემთხვევაში, მონოლითურ სისტემას მივიღებთ
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის შეფასებით, პრეზიდენტი პირდაპირი წესით, არჩევნების გზით უნდა აირჩეოდეს. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენს არსებულ სიტუაციაში, როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობა გააჩნია ერთ პოლიტიკურ პარტიას, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში დაბალანსების სისტემა არსებობდეს და პრეზიდენტი აირჩეოდეს პირდაპირი წესით, რადგან ეს კიდევ ერთი გარანტია იქნება იმისთვის, რომ უფრო დაბალანსებული მართვის სისტემა გვქონდეს ქვეყანაში. სხვა დანარჩენს შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ მონოლითურ სისტემას, სადაც ყველა შტოში იქნება წარმოდგენილი ერთი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი, შესაბამისად ეს არ შექმნის დამატებით გარანტიებს იმისთვის, რომ დემოკრატიული მიმართულებით განვითრდეს ჩვენი ქვეყანა",-აღნიშნა გიგაურმა. ამასთან, გიგაური ფიქრობს, რომ პრეზიდენტის ძირითადი უფლებამოსილებები უნდა შენარჩუნდეს: "ასევე მნიშვნელოვანია, პრეზიდენტს შეუნარჩუნდეს ის უფლებამოსილებები და ძალაუფლება, რომელიც მას გააჩნია, ცხადია, არის ძალიან მცირე საკითხები კოორდინაციასთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ საერთო ჯამში, ვფიქრობთ, პრეზიდენტის უფლებამოსილებები უნდა შენარჩუნდეს",-განაცხადა გიგაურმა.
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)