01:55 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-16 12:40:04, 1936 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
სამადაშვილი ბათუმის მოვლენებზე: პრემიერი დაკვეთას აძლევს ორგანოებს, რომლებმაც გამოძიება უნდა ჩაატარონ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი სალომე სამადაშვილი პრემიერი-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა „ნაციონალურ მოძრაობას“ ეკისრება.

სამადაშვილის თქმით, ხელისუფლება ცდილობს, ქვეყანაში მომხდარი ყველა მოვლენა ძირითად ოპოზიციურ ძალაზე თავდასხმისა და მისი შევიწროვების მიზნით გამოიყენოს.

„ბათუმში განვითარებული მოვლენების დროს, იმავე ღამეს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთა განცხადება, სადაც ხელისუფლებას მოუწოდა, რაც შეიძლება სწრაფად ჩაატაროს გამოძიება და პასუხი გასცეს ყველა შეკითხვას, რომელიც არსებობს ამ მოვლენებთან დაკავშირებით. ის რომ პრემიერი კამერების და მთელი საზოგადოების თვალწინ დაკვეთას აძლევს იმ ორგანოებს, რომლებმაც უნდა ჩაატარონ გამოძიება და პირდაპირ მიანიშნებს თუ სად უნდა გავიდეს გამოძიების შედეგები, ეს აჩვენებს ერთადერთ რამეს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც არც დამოუკიდებელი სასამართლოა, არ არსებობს არანაირი სანდო, დამოუკიდებელი საგამოძიებო პროცესი. ხელისუფლება ყველა მოვლენას გამოიყენებს ძირითად ოპოზიციურ ძალაზე თავდასხმისა და შევიწროვების მიზნით. რეალურად დღეს დემოკრატიის შენარჩუნების წითელი ხაზი გადის „რუსთავი 2“-ის დამოუკიდებლობის შენარჩუნებაზე და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე“, რომელიც ერთადერთი ქმედითი ოპოზიციური ძალაა“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბათუმში განვითარებულ მოვლენებს გუშინ კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics