14:59 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-16 11:48:02, 1499 ნახვა

პოლიტიკა
საკონსტიტუციო კომისია პრეზიდენტის უფლებამოსილებების შესახებ მსჯელობს

საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფი მორიგ სხდომას მართავს. დღეს კომისიის წევრები პრეზიდენტის თავსა და მის უფლებამოსილებებს განიხილავენ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაზა გაბუნიას განცხადებით, უმრავლესობა რჩება პრინციპულ პოზიციაზე, რომ კომისიის არცერთ წევრს თავს არ მოახვევენ საკუთარ შეხედულებებს, მათ შორის პრეზიდენტის არჩევის ფორმასთან მიმართებით.

ამასთან, გაბუნიას შეფასებით, პრეზიდენტის პარლამენტის მიერ არჩევაში დამაზიანებელი არაფერია. მან მაგალითად მოიყვანა დასავლური სახელმწიფოები, სადაც მისი თქმით, პრეზიდენტს ამ გზით ირჩევენ და არავის აქვს განცდა, რომ მოქალაქეს რაიმე უფლება ჩამოერთვა.

„პრეზიდენტის უფლებამოსილებებში ამ მოდელის გათვალისწინებით, რომელიც გვაქვს პოლიტიკური სისტემის სახით, პრეზიდენტს იმაზე მეტი უფლებამოსილება აქვს, ვიდრე სხვა საპარლამენტო რესპუბლიკებში აქვთ პრეზიდენტებს“, - აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.

მისივე განმარტებით, კონსტიტუციამ უნდა უზრუნველყოს ის, რომ გამოირიცხოს სახელწმიფო ინსტიტუტების დუბლირება და სხვადასხვა უწყებებს შორის ფუნქციების აღრევა.

„რა განხილვის სურვილიც არ უნდა გაუჩნდეს ვინმეს, იქნება ეს პრეზიდენტი თუ სხვა, ერთადერთი ადგილი სადაც შეიძლება ამ ცვლილებებზე იმსჯელონ პარლამენტი და პარლამენტში შექმნილი საკონსტიტუციო კომისიაა. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, უკვე ახლოვდება აპრილი, ის თარიღი, როცა ვთქვით, რომ კანონპროექტის პირველი ვერსია გვექნება, რის შემდეგაც შეიძლება შემდგომი ნაბიჯები დაიგეგმოს. ბუნებრივია მოდის დრო იმისა, რომ ყველა საკითხზე, რომელიც აქტუალურია, უნდა ვიმსჯელოთ და შევთანხმდეთ. ჩვენ საპარლამენტო უმრავლესობა წინასწარ თავს არ ვახვევთ არცერთ კომისიის წევრს ჩვენს შეხედულებებს, მათ შორის არჩევის ფორმასთან მიმართებით, თუმცა გვაქვს ჩვენი ვერსია“, - განაცხადა გაბუნიამ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics