|
2017-03-15 21:11:46, 1663 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი ბათუმის მოვლენებზე: მთავრობამ აჩვენა, რომ ჩვენთვის ადამიანია ყველაზე მნიშვნელოვანი
საქართველოს მთავრობამ თავისი აბსოლუტურად განსხვავებული სახე - რომ ჩვენთვის ადამიანი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმის მოვლენებზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, "მე პირადად ვიყავი ჩართული და პირადად ვიღებ ყველაფერზე პასუხისმგებლობას, როგორ ღირსეულად გაართვა თავი სახელმწიფომ ძალიან დიდ გამოწვევას". "მინდა, ჩემს ქვეყანას და ჩემი ქვეყნის მოსახლეობას ვუთხრა, რომ საღამოდან მოყოლებული, როდესაც სიტუაცია დაიძაბა, აბსოლუტურად პულსზე გვედო ხელი, მე პირადად ვიყავი ჩართული და პირადად ვიღებ ყველაფერზე პასუხისმგებლობას, როგორ ღირსეულად გაართვა თავი სახელმწიფომ ძალიან დიდ გამოწვევას. მე ვესაუბრე აჭარის მთავრობის მეთაურს, ზურაბ პატარაძეს, რომელიც ძალიან შეწუხებული იყო ამ მოვლენებით და სტამბოლიდან მოფრინავდა. შევთანხმდით, რომ იგი მიმართავდა შს მინისტრს და ექვსი დაკავებული, რა საბაბითაც ეს ყველაფერი დაიწყო და რა შემთხვევითაც ისარგებლა შემდეგ უკვე პოლიტიკოსთა ერთმა ნაწილმა, ხალხში ემოციების ასაზვირთებლად, გათავისუფლდა. მაშინ ჩაცხრა პირველი მუხტი. ჩვენ მოთმინებით დაველოდეთ, ვიდრე მუხტი არ ჩაცხრებოდა და მხოლოდ მაშინ, როდესაც რამდენიმე ათეული ადამიანი დარჩა, რომელიც აბსოლუტურად ვანდალიზმში გადავიდა, მაშინ ჩაერთო სპეცრაზმი. ეს იყო გამიზნული, სწორი გადაწყვეტილება. ამ დროს აჩვენა საქართველოს მთავრობამ თავისი აბსოლუტურად განსხვავებული სახე - რომ ჩვენთვის ადამიანი არის ყველაზე მნიშვნელოვანი",- განაცხადა პრემიერმა. პრემიერის განცხადებით, გამოძიება გრძელდება. მისივე თქმით, პირველ ეტაპზე ადამიანები ადმინისტრაციული წესით იყვნენ დაკავებულნი, ახლა მიმდინარეობს უფრო ღრმა გამოძიება სისხლის სამართლის კუთხით და ყველა ადამიანი, ვინც ხელი აღმართა ქვეყანაში ყველაზე ძვირფასზე და ეს არის ქვეყნის სტაბილური განვითარება, რა თქმა უნდა, უნდა იყოს დასჯილი. როგორც აქციაში მონაწილე, ასევე მათი წამქეზებელი, ვინც არ უნდა იყოს ის, აუცილებლად უნდა დაისაჯოს. როგორც პრემიერმა აღნიშნა, "დავინახეთ "ნაციონალური მოძრაობა" როგორ ცდილობდნენ თბილისში, რუსთავში, ქუთაისში ხალხის შეკრებას და 20-25 ადამიანზე მეტი ვერ მოიყვანეს. მისივე თქმით, "ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" ერთი ნაწილი, რომელიც პირდაპირ აქეზებდა ხალხს და თამაშობდა ადამიანების ემოციებზე". "მათ მოინდომეს ის, რაც მოინდომეს, მაგრამ არ გამოუვიდათ და სრული კრახით დასრულდა. დავინახეთ, როგორ ცდილობდნენ თბილისში, რუსთავში, ქუთაისში ხალხის შეკრებას და 20-25 ადამიანზე მეტი ვერ მოიყვანეს. მათ გააკეთეს აბსოლუტურად უსინდისო განმარტებები და მთლიანი პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა, მათ კისერზეა. დაველოდებით გამოძიებას. რა ვერსიას იხილავს გამოძიება, ნამდვილად არ ვიცი და არ ვერევი ამ საქმეში. გამოძიება, რა თქმა უნდა, გააკეთებს თავის საქმეს, მაგრამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამაზე მთლიანად ეკისრება ამ პოლიტიკოსთა ჯგუფს, რომლებიც მოქმედებენ დევიზით - თუ ჩვენ არ ვიქნებით ხელისუფლებაში, ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა ქვეყანაში. ეს არის მათი დევიზი და არ გამოუვათ, რადგან ხალხი არის ჩვენს მხარეს",- აღნიშნა პრემიერმა.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)