18:47 - 31 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-15 17:05:59, 1529 ნახვა

საზოგადოება
აფხაზეთის №2 საჯარო სკოლაში აფხაზური ენის ინტეგრირებული გაკვეთილი გაიმართა

თბილისში, ვაშლიჯვრის დასახლებაში მდებარე აფხაზეთის №2 საჯარო სკოლაში აფხაზური ენის ინტეგრირებული გაკვეთილი გაიმართა.

სკოლის მოსწავლეებმა სტუმრებს აფხაზეთის ისტორიის, გეოგრაფიისა და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ აფხაზურ და ქართულ ენებზე გააცნეს ინფორმაცია. აგრეთვე აფხაზურ ენაზე წაიკითხეს ცნობილი აფხაზი პოეტების ლექსები.

გაკვეთილის ბოლოს ახალგაზრდებმა სიმბოლურ „ნატვრის ხეზე“ თავიანთი სურვილები დაწერეს.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე კანკავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის  პირველი მოადგილე მანანა ქვაჩახია ესწრებოდნენ.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics