|
2017-03-15 15:12:57, 1392 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა
თბილისის მერია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, თითქოს, დედაქალაქის მერმა სარეზერვო ფონდიდან თანხა გადაურიცხა სოციალურად დაუცველ სტუდენტს, რომელიც სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული არ ყოფილა. როგორც მერიაში აცხადებენ, გავრცელებული ინფორმაცია მერიის საქმიანობის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ემსახურება. "გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ეს არის სრული სიცრუე და გავრცელებული ინფორმაცია თბილისის მერიის საქმიანობის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ემსახურება. ამასთან, განვმარტავთ, რომ 2015 წლის 25 დეკემბერს თბილისის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს მიმართა მოქალაქე დეა გოლიაძემ სწავლის დაფინანსების მოთხოვნის თაობაზე. წერილში ნათქვამი იყო, რომ ოჯახი იმყოფებოდა მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში, რასაც თავადვე ადასტურებდა ფაქტებით. (იხ. დანართი 1) გარდა ამისა, განცხადებას თან ერთვოდა ცნობა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან, 6000 ლარის დავალიანების თაობაზე. (იხ. დანართი 2) გამომდინარე იქიდან, რომ სტუდენტი სოციალურად დაუცველი არ იყო და მისთვის თანხის გამოყოფა სცდებოდა განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის კომპეტენციასა და უფლებამოსილებას, სამსახურმა გაგზავნა შუამდგომლობის წერილი თბილისის მერთან - სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის თხოვნის თაობაზე. (იხ. დანართი 3) წერილში ნათლად ჩანს, რომ თანხის გამოყოფა უნდა განხორციელებულიყო არა როგორც სოციალურად დაუცველი სტუდენტისთვის, არამედ, როგორც მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი ოჯახისათვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გვსურს კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ „ნაციონალურ მოძრაობას“, მერიის საქმიანობის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მიზნით, ნუ გაავრცელებენ ცრუ ინფორმაციას და ნუ შეიყვანენ შეცდომაში საზოგადოებას. ამასთან, მიგვაჩნია, რომ მსგავსი ტრაგიკული ისტორიებით მანიპულირება პოლიტიკური ქულების დაწერის მიზნით, სცდება ყოველგვარ ზნეობრივ ნორმას",-ნათქვამია განცხადებაში.
(NS)
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)