|
2017-03-15 14:53:40, 1491 ნახვა
საზოგადოება
ევროსაბჭოს ანგარიში: 2015-2016 წლებში საქართველოში პატიმართა რაოდენობა 20%-ით გაიზარდა
ევროკავშირის საბჭოს ანგარიშის თანახმად, 2014-2015 წლებში საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა მოთავსების მაჩვენებელი გაიზარდა. ანგარიში ევროკავშირის საბჭომ დღეს გამოაქვეყნა. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ევროპის მასშტაბით, პატიმრების რაოდენობა 6.8%-ით არის შემცირებული, თუმცა 15-მდე ქვეყანაში პენიტენციურ დაწესებულებაში ადამიანთა რიცხვი კვლავ საკმაოდ მაღალია. ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა საქართველოა. ანგარიშის მიხედვით, 2015 წელს, ევროპის მასშტაბით, 1 მილიონ 404 ათას 398 ადამიანს შეეფარდა პატიმრობა, რაც 102 ათას 880-ით ნაკლებია 2014 წელთან შედარებით. საკვლევი დროის პერიოდში, ციხეებში მოთავსების ინდექსი შემცირდა შემდეგ ქვეყნებში: საბერძნეთი (-18.8%), ხორვატია (-10.2%), დანია (-11.9%), ჩრდილოეთ ირლანდია (-9.7%), ჰოლანდია (-9.5%), ლიტვა (-8.8%), რუმინეთი (-8.6%) და სლოვენია (-8.2%). ამასთან, ქვეყნების სია, სადაც პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულების რაოდენობა გაზრდილია, შემდეგნაირად გამოიყურება: საქართველო (+20.5%), მაკედონია (+12%), თურქეთი (+11.6%), ჩეხეთი (+11.4%) და ალბანეთი (+10.3%). თავისუფლების აღკვეთის ყველაზე მაღალი ინდექსი დაფიქსირდა - რუსეთში (439.2 პატიმარი), ლიტვაში (277.7), საქართველოში (274.6), აზერბაიჯანში (249.3), ლატვიაში (223.4), თურქეთსა (220.4) და მოლდოვაში (219.9). რაც შეეხება მსჯავრდებული ადამიანების ციხეში მოხვედრის მიზეზებს, ანგარიშის მიხედვით, ევროპის მასშტაბით, ყოველი მეხუთე პატიმარი სასჯელს ნარკოტიკული საშუალებების გამო იხდის. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი საქართველოში, რუსეთში, აზერბაიჯანში, მონტენეგროში, კვიპროსსა და ლუქსემბურგში 25%-ს აღწევს. სტატისტიკის მიხედვით, ნარკოტიკული საშუალებების გამო სასჯელის მოხდის შემდეგ, მეორე ადგილი ქურდობას (16.2%), მესამე კი მკვლელობასა (13.2%) და ძარცვას (12.6%) უჭირავს. პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულის გარდაცვალების მიზეზი პირველ რიგში ბუნებრივი სიკვდილი სახელდება, მეორე ადგილს კი თვითმკვლელობა იკავებს (25%).
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)