23:54 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-14 18:32:58, 1266 ნახვა

საზოგადოება
დოლიძე: ინსტიტუტები, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ, კონსულტაციებს უნდა გადიოდნენ

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია უმრავლესობის ფრაქციას ე.წ მოსმენების კანონთან დაკავშირებით კონსულტაციებში მონაწილეობას არაერთხელ სთავაზოდა, თუმცა მათ შეხვედრებზე უარი განაცხადეს. 

რაც შეეხება პრეზიდენტის ვეტოს ანა დოლიძის თქმით ხვალ გაიმართება ბოლო კონსულტაცია და ადმინისტრაციას აქვს დრო იმისთვის, რომ საბოლოო შეხედულება ჩამოაყალიბოს. 

“ჩვენ შევხვდით “ევროპულ საქართველოს” და ნაციონალურ მოძრაობას”, გვექნება შეხვედრები “პატრიოტთა ალიანსთან” სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ 10 თებერვალს ჩევნ ვიყავით ჩასული ქუთაისის პარლამენტში და შევხვდით ყველა ფრაქციას, უმრავლესობის ფრაქციებმა შეხვედრაზე უარი განაცხადეს. შემდეგ ვთხოვეთ მათ აქ მოსვლა, მივწერეთ წერილები, რომლებზეც არ ვიღებთ პასუხს. შეხვედრა მათთან ამ დრომდე არ შემდგარა.  

ინსტიტუტები სანამ მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას კონსულტაციებს უნდა გადიოდნენ, ეს ჩვეულებრივი ამბავია, ნახეთ ნებისმიერი დასავლური პოლიტიკური სერიალი, მანდ სწორედ ასე ხდება. 

ფრაქციებთან კონსულტაციების პრეცესი ხვალ დასრულდება. ამის მერე გვაქვს დრო იმისთვის, რომ ჩამოვაყალიბოთ ჩვენი საბოლოო შეხედულება. თუ იქნება ვეტო და რა იქნება მას შემდეგ. ვსაუბრობთ ორი ტიპის პრობლ;ემაზე ამ კანონში პირველი– რამდენად შესაბამის იქნება ახალი სააგენტო და რამდენად დამოუკიდებელი იქნება ის და მეორე – ვფიქრობთ, რომ კანონმა შეიძლება გაუმართლებელი ტვირი დააკისროსს ბიზნესს, ვინაიდან მიტითებულია, რომ სააგენტო ბიზნესის რესურსებს გამოიყყენებს”, – აღნიშნა ანა დილიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics