15:13 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-14 18:26:25, 1808 ნახვა

პოლიტიკა
მელია: პრეზიდენტთან ერთად უნდა მოვახდინოთ საზოგადოებრივი აზრის მობილიზება “ოცნების” აღვირახსნილი პოლიტიკის წინააღმდეგ

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ–ერთი ლიოდერის, ნიკა მელიას განცხადებით, პარტიას მიაჩნია, რომ პრეზიდენტმა ე.წ მოსმენებთან დაკავშირებით კანონს ვეტო უნდა დააადოს. 

როგორც მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ მთელმა ოპოზოციურმა პოლიტიკურმა სპექტრმა პრეზიდენტთან ერთად საზოგადოებრივი აზრის მობილიზება მოახდინოს. 

“ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა გქვონდა, როგორც მთავარი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები პრეზიდენტთან შეხვედრისას შევეხეთ თითქმის ყველა მიმართულების დაწყებული “რუსთავი 2”–თან დაკავსირებული საკითხებით, გაგრძელებული სასამართლო სისტემით, რომელიც ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობასთან სრულ დამორჩილებას გულისხმობს. 

ასევე, განვიხილეთ ბათუმში განვითარებული მოვლენები, რამაც დიდი უარყოფითი გამოძახილი გამოიწვია არამხოლოდ აჭარასა და საქართველოში, არამედ საერთაშორისო საზოგადოებაში. რამდენიმე ასეულმა ტურისტმა ბათუმში ბრონი გააუქმა. საერთაშორისო დონეზე ჩვენ გამოვჩნდით, როგორც არასტაბილური ქვეყანა”, – აღნიშნა ნიკა მელიამ.

რაც შეეხება ე.წ მოსმენების კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტთან კონსულტაციას, მელიამ განაცხადა რომ დღევანდელი შეხვედრა პრეზიდენტთან იყო საკმაოდ პროდუქტირული. 

“ვთვლით, რომ პრეზიდენტმა ვეტო უნდა დაადოს, რადგან ეს პოლიტიკური ინსტრუმენტია, ვაცნობიერებთ, რომ ამ ვეტოს ძალიან ადვილად გადალახავს ქართული ოცნება, გასაგები მიზეზებიდან გამომდინარე, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მთელმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა სპექტრმა პრეზიდენტთან ერთად მოვახდინოთ საზოგადოებრივი აზრის მობილიზაცია, იმ აღვირახსნილი პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელსაც ქართული ოცნება ეწევა.  

ცნობისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გიორგი მარგველაშვილმა “ნაციონალურ მოძრაობასთან” და "ევროპულ საქართველოსთან” ე.წ მოსმენების კანონთან დაკავშირებით კონსულტაციები გამართა. ბოლო კონსულტაცია პრეზიდენტს ხვალ “პატრიოტთა ალიანსთან”  ექნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics