|
2017-03-14 17:33:55, 1135 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სახლს კიდევ ერთი უწყების სერვისი - „ეკომიგრანტების საცხოვრებელი სახლით დაკმაყოფილება“ დაემატა
დღეიდან იუსტიციის სახლში, კიდევ ერთი უწყების საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სერვისი დაინერგა. სსიპ „იუსტიციის სახლსა" და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის, ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას, რომელიც ეკომიგრანტების „საცხოვრებელი სახლით დაკმაყოფილების " შესახებ განაცხადის მიღებას გულისხმობს, დღეს მოეწერა ხელი. იუსტიციის სახლის ახალი სერვისით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს სრულწლოვან მოქალაქეებს ან/და ოჯახებს, რომელთა საცხოვრებელი სახლი სტიქიური უბედურების გამო დაზიანდა, ექვემდებარება გადაადგილებას და სახიფათოა საცხოვრებლად. იუსტიციის სახლში გაკეთებული განაცხადით, ბენეფიციარს შეუძლია მოითხოვოს ალტერნატიული საცხოვრებელი სახლის შესყიდვა, რომელსაც 25 000 ლარის ფარგლებში უზრუნველყოფს სამინისტრო. მიღებული განაცხადი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გადაეგზავნება, სადაც საცხოვრებლით დაკმაყოფილების შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება მოხდება. სერვისის იუსტიციის სახლში დანერგვის ერთ-ერთი უმთავრესი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ბენეფიციარებს განაცხადის გაკეთების შესაძლებლობა საქართველოს მასშტაბით იუსტიციის სახლის 19 ფილიალში შეეძლებათ. აქამდე ეს მომსახურება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მხოლოდ 3 ტერიტორიულ ერთეულში: თბილისში, ქუთაისსა და ზუგდიდში იყო შესაძლებელი. „საცხოვრებელი სახლით დაკმაყოფილების" სერვისით სარგებლობის პროცედურული ნაწილი მოიცავს ადგილზე მოქალაქის ან/და ოჯახის მიერ განაცხადის ფორმის შევსებას, რომელსაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო განიხილავს და მიიღებს გადაწყვეტილებას საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. სსიპ „იუსტიციის სახლსა" და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებას.
(NS)
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)