23:54 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-14 16:49:41, 1126 ნახვა

საზოგადოება
დავით ნარმანიამ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

თბილისის მერი დავით ნარმანია, მოადგილეებთან - ირაკლი ლექვინაძესთან და ნატო ქიტიაშვილთან ერთად, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრი და პარტნიორი  კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი დედაქალაქში მიმდინარე პროექტებსა  და სამომავლო გეგმებს შეეხო.

დავით ნარმანიამ შეხვედრაზე დამსწრე ბიზნესმენებს ინფორმაცია ქალაქის გენერალური გეგმის, საგზაო ინფრასტრუქტურისა და საინვესტიციო პროექტების შესახებ მიაწოდა.

მისი განცხადებით, ქალაქის მერია აქტიურად განიხილავს ყველა იმ  საკითხს, რაშიც ბიზნეს სექტორს მხარდაჭერა სჭირდება.

„ვაგრძელებთ აქტიურ კომუნიკაციას ბიზნეს სექტორთან,  რათა მათთან ერთად განვიხილოთ ის საკითხები, რაც თბილისის მერიის რეგულირების სფეროს განეკუთვნება და რაშიც ბიზნეს სექტორს ჩვენი მხარდაჭერა  სჭირდება. ჩვენ  მათ ძირითადად  საინვესტიციო პროექტებსა და რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებს ვაცნობთ, რომლის შემდეგაც კონკრეტულ საკითხებსა და საჭიროებებზე, შესაბამისი სამსახურების მხრიდან მიმდინარეობს მუშაობა, რათა არც ერთი საკითხი არ დარჩეს განუხილველი“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტის ელგუჯა მელაძის თქმით, ასოციაცია თბილისის მერიასთან აქტიურად თანამშრომლობს.

„დღევანდელი შეხვედრა იყო განხილვა იმ გენერალური გეგმის კონცეპტუალური თემებისა, რაც  თბილისის მერიას აქვს და რომელიც უნდა იცოდეს ბიზნესმა, რათა დაგეგმონ მათი მონაწილეობა და ჩართულობა ამ პროექტების რეალიზებაში“,- განაცხადა ელგუჯა მელაძემ.

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრი და პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრას ქონების მართვის სააგენტოს უფროსი კარლო ლაფერაძე, არქიტექტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ზურაბ წიკლაური, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო  სამსახურის უფროსი გოგა წერეთელი და ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი კახა გვანცელაძე ესწრებოდნენ.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics