00:19 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-14 15:47:31, 2353 ნახვა

ეკონომიკა კომენტარი
გახარია: Check in Georgia-ს ბიუჯეტი შარშანდელთან შედარებით ბევრად ნაკლები იქნება

„პროექტის Check in Georgia ბიუჯეტი იქნება შარშანდელთან შედარებით ბევრად ნაკლები, თუმცა ღონისძიებების რაოდენობა იქნება მეტი", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

 მისივე განმარტებით, ღონისძიებები უფრო ეფექტური იქნება.

„ „აეროსმისტის“ კონცერტის შემდგომ დაგეგმილია დღეების მიხედვით კონცერტების რაოდენობა, რომელიც ფაქტობრივად იქნება დატენდერებული ძალიან მომხიბვლელი, კარგი და ოპტიმალური პირობებით, რათა სხვადასხვა სააგენტოებმა, პრომოუტერებმა, არა მხოლოდ უცხოელებმა, არამედ ქართველებმაც მიიღონ ამაში მონაწილეობა. აქედან გამომდინარე ზუსტი გრაფიკი დასახელებებით არ არსებობს, თუმცა ეს სულ მალე იქნება. დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ გაკვირვებული იქნებით, რამდენად ეფექტურად იქნება ეს რესურსი გამოყენებული. ბიუჯეტი ბევრად უფრო ნაკლები იქნება, თუმცა ღონისძიებების რაოდენობა იქნება მეტი, კერძო სექტორის ჩართულობაც იქნება აქტიური. არ იქნება სახელმწიფოს 100%-იანი მონაწილეობა, იქნება სახელმწიფოს თანამონაწილეობა მსგავსი ღონისძიებების მოწყობაში. „აეროსმიტის“ შემთხვევა იქნება ბოლო, სადაც სახელმწიფოს სრული მონაწილეობა იყო“, -განაცხადა გახარიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics