|
2017-03-14 14:37:15, 922 ნახვა
სამხედრო
სამხედრო მოსამსახურეებმა სამშვიდობო გარბენში მიიღეს მონაწილეობა
საერთაშორისო სამხედრო სპორტული საბჭოს (CISM) დაარსებიდან 69 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ლისის ტბაზე 3 კმ დისტანციაზე სამშვიდობო გარბენი ჩატარდა. სპორტული ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ადმინისტრაციის სპორტული ღონისძიებების სამსახურია და მასში მონაწილეობა შეიარაღებული ძალების ყველა ქვედანაყოფის 50-მდე სამხედრო მოსამსახურემ მიიღო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მარათონში პირველ ადგილზე I ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე, პირველი კლასის რიგითი გიორგი ლომიძე გავიდა. მეორე ადგილზე IV მექანიზირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი ბექა გულედანი, ხოლო მესამე ადგილზე ამავე ბრიგადის კაპრალი გიორგი შენკენაშვილი გავიდა. სამივე საპრიზო ადგილზე გასულ სამხედროებს ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები, ხოლო პირველ ადგილზე გასულს დამატებით გამარჯვებულის თასი გადაეცათ. საქართველოს შეიარაღებული ძალები საერთაშორისო სამხედრო სპორტული საბჭოს წევრი 1994 წელს გახდა და საბჭოს ეგიდით გამართულ სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობას ყოველწლიურად იღებს. საერთაშორისო სამხედრო სპორტული საბჭო (CISM) მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს მრავალდისციპლინარულ ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც მისი 134 წევრი ქვეყნის შეიარაღებული ძალებისთვის სხვადასხვა სახის სპორტული ღონისძიებების ჩატარებას უწევს ორგანიზებას.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)