22:51 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-14 13:42:51, 1460 ნახვა

საზოგადოება
პირველად, შავი ზღვის ფესტივალს ჯგუფი JAMIROQUAI ახალი ალბომით ეწვევა

27-30 ივლისს ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროზე ყველაზე მასშტაბური შავი ზღვის რიგით მე-11 ჯაზფესტივალი გაიმართება, რომელშიც ტრადიციულად მსოფლიოში ცნობილი შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას.

კონცერტები 4 დღის განმავლობაში ყოველ საღამოს ბათუმის ჩოგბურთის კლუბში ჩატარდება.

როგორც "თიბისი გალერეაში" გამართულ ღონისძიებაზე გახდა ცნობილი, 2017 წლის ჯაზფესტივალის მონაწილე მუსიკოსები არიან: JAMIROQUAI, JOSS STONE, DE LA SOUL, CORY HENRY AND THE APOSTELS, MF ROBOTS.

ფესტივალს გახსნის CORY HENRY AND THE APOSTELS-ის კონცერტი.

აღსანიშნავია, რომ პირველად შავი ზღვის ფესტივალზე ჯგუფი JAMIROQUAI ახალი ალბომით წარსდგება.

ბილეთების გაყიდვა 27 მარტს დილის 09:00 საათზე დაიწყება, ონლაინ ვებ გვერდზე www.ticket.ge. 

სიახლეა ის, რომ პირველად შემოდის ბილეთების დაზღვევა. თუკი, მოქალაქე კონცერტზე წასვლას ვეღარ შეძლებს, ბილეთის დაზღვევის შემთხვევაში, მას თანხა სრულად აუნაზღაურდება.  ამასთან, ბილეთების "თიბისი სტატუს" და "პრაიმ ბარათების" შეძენისას, ექსკლუზიური ფასი იმოქმედებს.

გარდა ამისა, ტექნიკურ ნაწილში განხორციელდა ცვლილებები, რაც გულისხმობს იმას, რომ გამოყოფილია 3 ზონა და კონცერტზე დამსწრეთა მსურველებს ერთი შესასვლელით სარგებლობა აღარ მოუწევთ. 

ფესტივალის ორგანიზატორი კომპანია "ისთერნ ფრომოუშენია", ხოლო წარმდგენი "თიბისი ბანკის პერსონალური საბანკო მომსახურება - "თიბისი სტატუსი". ფესტივალის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics