|
2017-03-14 11:38:05, 1553 ნახვა
პოლიტიკა
ნატო-ს გენერალური მდივნის ანგარიშში საქართველო ალიანსის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პარტნიორადაა მოხსენიებული
მიმდინარე წლის 13 მარტს ნატო-ს გენერალური მდივნის 2016 წლის ანგარიში გამოქვეყნდა, რომელიც გასულ წელს ალიანსის მიერ გაწეულ საქმიანობას ასახავს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, დოკუმენტში მიმოხილულია მსოფლიოში არსებული გეო-პოლიტიკური ვითარება, ალიანსის წინაშე მდგარი გამოწვევები და ალიანსის მხრიდან ამ გამოწვევების საპასუხოდ გადადგმული ზომები. „ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა არის ალიანსის ფუძემდებლური პრინციპი და წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე უფრო წარმატებულ პოლიტიკას. 2016 წელს ალიანსში მოწვეულ იქნა მონტენეგრო. მისი მიწვევა არის ნათელი დადასტურება, რომ ნატო-ს კარი ღიაა იმ ქვეყნებისთვის ვისაც სურთ გაწევრიანება და აკმაყოფილებენ კრიტერიუმებს. ამ თვალსაზრისით, ალიანსი აგრძელებს მუშაობას ასპირანტ სახელმწიფოებთან ბოსნია-ჰერცეგოვინა, საქართველო და მაკედონია. ნატო-ს აქვს თანამშრომლობის ძლიერი პროგრამა თითოეულ ამ ქვეყანასთან, რათა დაეხმაროს მათ რეფორმების განხორციელებასა და ალიანსის წევრობისთვის მომზადებაში" -ნათქვამია გენერალური მდივნის ანგარიშში.
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)