14 მარტს, 09:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ კავკასიის საერთაშორისო რძის კონგრესი ჩატარდება, რომელსაც საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გახსნის.
14 მარტს, 10:30 საათზე, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება გამართავს მრგვალ მაგიდას აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტისა და USAID-ის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის „მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ქალთა შრომითი უფლებების უზრუნველსაყოფად“ ფარგლებში, სადაც წარმოდგენილი იქნება საკანონმდებლო რეკომენდაციების პრეზენტაცია ,,საქართველოს კანონმდებლობის გაუმჯობესებისა და ქალთა შრომითი უფლებების უკეთ დაცვის უზრუნველსაყოფად“.
მის: ვ. ფშაველას გამზ. #1/43, III სართული
საკონტაქტო ტელ: 032 2 39 03 55; 555428782
14 მარტს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტში კონფერენცია - „დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასა და ექსპერტებთან ერთად აფხაზურ და ოსურ მხარესთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხებზე“ გაიმართება.
მის: თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)
14 მარტს, 11:00 საათზე, სასტუმრო "თბილისი მერიოტში" ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს და საკონსულტაციო ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართება, რომელსაც საბჭოს თავმჯდომარე, პარლამენტარი ირინა ფრუიძე; საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამის მენეჯერი სოფი ჰუე გერიში და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენელი გიორგი კლდიაშვილი (IDFI) გახსნიან.
თემა: საქართველოს ღია პარლამენტის 2017 – 2018 წლების სამოქმედო გეგმა. რეკომენდაციების პრეზენტაცია და განხილვა
14 მარტს, 11:00 საათზე, საკრებულოს დეპუტატები ალეკო ელისაშვილი და დავით ზურაბიშვილი თბილისის პროკურატურასთან პრესკონფერენციას გამართავენ.
მის: აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომენტრი
14 მარტს, 11:00 საათზე, სასტუმროში ”ჰოლიდეი ინნ”, საქართველოში დისტანციური სწავლების თაობაზე კონფერენცია გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: ევროკავშირის წარმომადგენლები, საქართველოს განათლების სამინისტროს და პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის წარმომადგენლები; დონორი, საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციები; აკადემიური და საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
14 მარტს, 11:00 საათზე, სასტუმრო ”ამბასადორში”, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაიმართება შეხვედრა, რომელიც მიზნად ისახავს თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმის - საკრებულოსთან არსებული გენდერული თანასწორობის საბჭოს და თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სტრატეგიის პრეზენტაციას.
მის: იოანე შავთელის ქ.#17
14 მარტს, 11:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, შეხვედრების ოთახი #6, კავკასიის საერთაშორისო რძის კონგრესთან დაკავშირებით პრესკონფერენცია ჩატარდება, რომელშიც სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და სხვა პირები მიიღებენ მონაწილეობას.
თემა: საქართველოს რძის სექტორის განვითარება
14 მარტს, 11:00 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში ოთარ სირაძის პრესკონფერენცია გაიმართება.
14 მარტს, 11:00 საათზე, პარლამენტში, ფრაქციის ოთახში, „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილის ბრიფინგი გაიმართება.
თემა: სოციალური დახმარების შეწყვეტა.
საკონტაქტო პირები: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08, თეონა უსტიაშვილი - 577 27 00 24
14 მარტს, 11:00 საათზე, სოფელ მარტყოფში იგეგმება ჩიტიაშვილების მრავალსულიანი ოჯახის გამოსახლება პოლიციის ძალით. „თავისუფალი საქართველო“ გამოსახლების ადგილზე აქციას გამართავს.
საკონტაქტო ტელ: 599 299 338
14 მარტს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტში აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
მის: თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)
14 მარტს, 12:00 საათზე, „ექსპო-ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში საქართველოში მეორედ მათემატიკის ფესტივალი ჩატარდება. ფესტივალს საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა გახსნის. ღონისძიებას განათლების მინისტრის მოადგილეც დაესწრება.
საკონტაქტო პირი ირმა ჭარაქაშვილი - 555 94 70 75; 577 32 73 24
14 მარტს 12:00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე ბრიფინგს გამართავს.
მის.: ალ ყაზბეგის #46 (ქავთარაძის ”გუდვილის” პირდაპირ, სასადილო 46-ის თავზე)
საკონტაქტო პირი მარტა ბარამიძე - 555561990
14 მარტს, 12:00 საათზე, ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონის“ საკონფერენციო დარბაზში "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საქმიანობის შეფასებას.
მის.: ბათუმი, რუსთაველის გამზ. #40
14 მარტს, 12:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.
14 მარტს, 13:00 საათზე, „თიბისი გალერეაში“ „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ქურდიანი და „ისთერნ პრომოუშენსის“ დირექტორი გიორგი კერესელიძე პრესკონფერენციას გამართავენ, რომელზეც შავი ზღვის რიგით XI ჯაზ-ფესტივალზე ისაუბრებენ.
მის: მარჯანიშვილის #7, „თიბისი ბანკის“ სათავო ოფისი, მეოთხე სართული
14 მარტს, 14:00 საათზე, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაში „სავაჭრო სახლ ბავშვთა სამყაროში”გაჩენილ ხანძართან დკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება.
მის: ვაჟა-ფშაველას გამზ. #1/43
საკონტაქტო პირი ნინო ესართია - 571 47 37 37
14 მარტს, 14:00 საათზე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში „ტვინის ცოდნის კვირეულის” ფარგლებში, სამეცნიერო კონფერენციას გაიმართება.
მის: რუსთაველის გამზ. #52; მეცნიერებათა აკადემიის მე-5 სართული, სხდომათა დარბაზი.
14 მარტს, 15:00 საათზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე მსოფლიოში ლიდერი საპროთეზო ცენტრის OttoBock აღმოსავლეთ ევროპის ზონის მენეჯერს, დიმიტრი დანილჩენკოს უმასპინძლებს.
მის: გორგასლის ქ. #89, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური
საკონტაქტო პირი თეა ბოგვერაძე - 595530021
14 მარტს, 16:00 საათზე, დევნილთა შემწეობის რეფორმის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრების იძულებით გადაადგილებულ პირებთან შეხვედრა გაიმართება.
მის: თბილისი, ბაგრატოვანთა დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი 309-310).
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან