2017-03-13 18:56:28, 2881 ნახვა
სამართალი
ქუთაისში უბედური შემთხვევის შედეგად 12 წლის გოგონა გარდაიცვალა
ქუთაისში უბედური შემთხვევის შედეგად 12 წლის გოგონა გარდაიცვალა.
კორპუსის სახურავიდან აგური ჩამოვარდა, რომელიც ბავშვს დაეცა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მოზარდის გადარჩენა ვერ შეძლეს.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან