22:51 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-13 17:44:07, 1151 ნახვა

საზოგადოება
თბილისში ხვალ კავკასიის საერთაშორისო რძის კონგრესი გაიმართება

ხვალ თბილისში, სასტუმრო რედისონ ბლუ იბერიაში კავკასიის საერთაშორისო რძის კონგრესი ჩატარდება

კონფერენციას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი   გახსნის. 

მოგვიანებით ლევან დავითაშვილი რძის სექტორის განვითარების საკითხზე პრეს კონფერენციას გამართავს. 
  კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ: ნოდარ კერესელიძე, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე , ვიქტორია ზინჩუკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) აგრობიზნესის მრჩეველთა განყოფილების უფროსი, ანდრეი დიკუნი, უკრაინის აგრარული საბჭოს თავმჯდომარე წამყვანი: ანდრეი იარმაკ, ეკონომისტი, UN FAO. 

ცნობისთვის,კავკასიის საერთაშორისო რძის კონგრესი წარმოადგენს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ერთობლივი ინიციატივას, რომელიც ხორციელდება „სურსათის უვნებლობის გაუმჯობესება საქართველოს რძის სექტორში ცოდნის გადაცემის გზით“ პროექტის ფარგლებში. აღნიშნული პროექტის მთავარი კომპონენტია  რძის სექტორში დასაქმებული ქართველი ფერმერებისთვის სწავლება და ცოდნის გადაცემა. კონგრესზე განსაკუთრებული  ყურადღება იქნება გამახვილებული რძის ბიზნესის გლობალურ ტენდენციებზე, უახლოეს ტექნოლოგიებზე და საბაზრო ინფორმაციის ინსტრუმენტებზე.

ღონისძიება ორგანიზებულია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს  250 მონაწილე, მათ შორის მერძევე კომერციული ფერმერები, გადამამუშავებელი საწარმოების წარმომადგენელები საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან და სხვა აღმოსავლეთ ევროპის და შუა აზიის ქვეყნებიდან, პოტენციური ინვესტორები, საერთაშორისო ორგანიზაციების და  ხელისუფლების წარმომადგენლები.

საქართველოს გააჩნია მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, რძის წარმოებისთვის იდეალური აგრო-კლიმატური პირობები და მაღალი საბაზრო მოთხოვნა რძის პროდუქტებზე, რაც ამ სექტორს მიმზიდველს ხდის  ინვესტორებისთვის. 
ღონისძიების მსვლელობისას, მონაწილეებს საშუალება ექნებათ  გაეცნონ თანამედროვე ტექნოლოგიურ და ბიზნეს მიდგომებს მერძეული მესაქონლეობის სფეროში და პრაქტიკულ მაგალითებს   რეგიონის რძის მწარმოებელთა და ფერმერული ორგანიზაციების გამოცდილებაზე დაყრდნობით. ღონისძიების ფარგლებში თავიანთი წარმატების საიდუმლოებაზე ისაუბრებენ  საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინისა და სხვა ქვეყნების რძის ფერმების მმართველი პირები და სპეციალისტები. ზოგიერთმა მათგანმა უკვე მიაღწია წელიწადში 10 ათას ლიტრზე მეტ წლიურ მწარმოებლურობას ერთ სულ ძროხაზე, რისი; მიღწევა საქართველოს პირობებშიც ასევე სრულიად შესაძლებელია.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics